„შენი „ჯორჯია“ ნუ გგონია აქო...შეურაცხადი ვეგონე ხალხს და პოლიცია დამაყენეს“ - სახალისო ისტორიები, რომლებიც ქართველ ემიგრანტებს აშშ-ში გადახდათ

აშშ

სოციალურ ქსელში ქართველი ემიგრანტების არა ერთი ჯგუფია შექმნილი. ერთ-ერთ ასეთ ჯგუფში, აშშ-ში მცხოვრები ქართველები სახალისო ისტორიებს იხსენებენ, რომელიც მათ უცხო ქვეყანაში გადახდათ.

„ნიუ ჯერსში პატარა მდინარის პირას ჭინჭარი გავკრიფე, სულელივით მიხაროდა“

„ქვინსში მქონდა პირველი სამსახური. სახლიდან პარკამდე კაი მანძილი მქონდა გასავლელი და ჩინელები ცხოვრობდნენ ამ გასავლელ გზაზე. მოვლილი ეზოები ჰქონდათ, როგორც იციან, კიტრი, პამიდორი ყველაფერი აქვთ დარგული. პიტნის ბუჩქი რომ დავინახე გავგიჟდი სიხარულით, პიტნის ჩაი მიყვარს....გადავუკრიფე მთელი ბუჩქი. 3 თვე ვიმუშავე იქ და დილა საღამოს პიტნის ჩაის არ ვიკლებდი“

„ეს იყო 97 წელს როცა აქ თითზე ჩამოსათვლელი ქართველები იყვნენ ,მოაწყვეს პიკნიკი პარკში გაატყავეს ცხვარი ჩამოკიდეს როგორც ჩვენთან იციან, ხალხი გაოცებული იყო პოლიციას დაურეკეს სექტანტები რიტუალს ატარებენო“

„5 წლის წინ ბრუკლინში „ტალავერის ყურძენი“ დავკრიფე, ვაზი გავსხალი, ღვინო დავწურე, ბადაგი მოვადუღე, თათარა გავაკეთე, ჩურჩხელა ამოვავლე. ამ ახალ წელს ბოლო ბოთლი ბადაგი გავხსენი და ძმარს დღემდე ვუფრთხილდები. აი, ასე“

„ახალიჩამოსული ვიყავი, ბავშვები წავიყვანე მაკდონალდსში.მივეცი შეკვეთა და ბოლოს ვუთხარი-ენდ აი ვონთ ფრი (ანუ ვუგულისხმე კრტოფილის ფრი) გაგიჟებული სახით მიხსნიდა - no free, you need money.“

„ჩვენთან ტყემლები აქვს წითელ ფოთლიანი და არ ირჩენს ხე (არ მწიფდება ცვივა) და მე წავედი დავკრიფე და რომ შემოვიტანე სახლში თან ჩავკბიჩე ამ მჟავე ტყემალს და ჩემი ბებოს ბიჭი გადამერია გამოირეცხე პირიო არ მოიწამლოვო, შენი ჯორჯია ნუ გგონია აქო, ყველაფრის ჭამა არ შეიძლებაო. რავი ჩვეულებრივი ტყემალია“

„ერთხელაც პისატების დასახლებაში სამოთხის ვაშლის ხე ვნახე. იქაც ვიჯერე გული კრეფით, რომ არ მოგატყულოთ ერთი სამი კილო დავკრიფე. იქაც დამაცხრენ თავზე ეს პარიკიანი ქალები და კულულიანი კაცები, რას შვრები მოგწამლავს პირში არ ჩაიდოო?. წამოვიღე და ისეთი მურაბა გავაკეთე მთელი ზამთარი მეყო. ერთხელაც თეთრი თუთა ვნახე დახუნძლული, სულ მუჭით ვიყრიდი პირში, იქაც შეურაცხადი ვეგონე ხალხს და პოლიცია დამაყენეს. ძლივს დავიძვრინე თავი იმ დღეს, მეორე დღეს წავიღე პატარა პლასმასის ვედრო დასაკრეფად და რას ვხედავ? ძირში დამხვდა მოჭრილი თუთის ხე და იქაურობა დასუფთავებული“.