ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება და 5 ქულა ჩამოაკლდება - ახალი გაფრთხილება
1732308702
სოციალურ ქსელში გურამ დოჩანაშვილის ფასდაუდებელი დარიგება გაზიარდა...
"დარდიანი მარტო შენი გული ნუ გგონია. მიიხედ-მოიხედე რამდენ სახლს ჩამოვუარეთ, თითო დარდი ყველგან ბუდობს. უდარდოდ ოფოფი არ არის ქვეყანაზე! მაგრამ დარდი სათნო ჯვარივით უნდა ატარო და არა ლოდის კუზივით მოიკიდო. კი არ უნდა გაბოროტდე, უფრო გულშემატკივარი უნდა გახდე!
თუ შენთვის აღარ შეგიძლია სიცოცხლე და სიხარული, სხვისთვის მაინც შეძელი, შეეცადე მაინც..." - გურამ დოჩანაშვილი.
***
გურამ დოჩანაშვილი თავის დარდსა და ტრაგედიაზე არ საუბრობდა. ამ განუზომელ ტკივილს თავისთვის იტოვებდა... 22 წლის ვაჟი, ირაკლი დოჩანაშვილი 1990 წელს ტრაგიკულად გარდაიცვალა. მეგობრებთან ერთად აგარაკზე იყო, აივნის მოაჯირზე იჯდა და გადავარდა… კლასიკოსი ამ დიდი ტრაგედიის შემდეგ დიდი ხანი ვეღარ აგრძელებდა წერას. ხელი ჰქონდა ჩაქნეული. ტრაგედიამ მძიმე დარტყმა მიაყენა, სრულად შეიცვალა როგორც მისი ცხოვრება, ასევე მწერლობაც. უმძიმესი დღეების გადატანაში სასულიერო პირები და ახლო მეგობრები დაეხმარნენ, რამაც ეკლესიასთან, ღმერთთან დააახლოვა. გადარჩენასა და უფლისადმი მიქცევას საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს უმადლოდა.
ნათელა სეფიაშვილი, მწერლის მეუღლე: – ეს ამბავი 7 აგვისტოს მოხდა. მე ამ თარიღს მივიჩნევ ირაკლის გარდაცვალების დღედ. გურამი კი თვლის, რომ 18 აგვისტოს გარდაიცვალა, როცა ის აპარატიდან გამორთეს. ეს იყო 1990 წელს. ირაკლი მაშინ 22 წლის იყო, 2 მეტრი სიმაღლის. საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ვიცოდი, რომ აღარ იცოცხლებდა.
ირაკლის გარდაცვალებამდე მე გახლდით ცუდად. ფაქტობრივად, მკვდარი ვიყავი და ირაკლი დარბოდა წამლებზე, სისხლზე. სიმსივნური წარმონაქმნი ამომაჭრეს მუცლიდან. ვფიქრობდი, რომ მივდიოდი ამ ქვეყნიდან და კმაყოფილი ვიყავი, რადგან ჩემს ორივე შვილს უმაღლესი დავამთავრებინე, გურამი მწერალი გახდა.
ასევე დაგაინტერესებთ: