„შეიძლება ეს შეხედულება ძველმოდურია, მაგრამ ვთვლი, რომ არსებობს გარკვეული საათები, რის შემდეგაც გოგონა გარეთ აღარ უნდა იყოს...“ - სალომე გოგიაშვილი

სალომე გოგიაშვილი

ტელეჟურნალისტი სალომე გოგიაშვილი სოციალურ ქსელში ძალიან აქტიურია. 4 შვილის დედა, დიდი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან გამომდინარე, თავის მიმდევრებს ხშირად უზიარებს თავის შეხედულებებს – ჩაცმაზე, თავის მოვლაზე, იდეალურ სხეულსა და ბევრ საჭირბოროტო საკითხზე. როგორც თავად აღნიშნავს, გამომწერებს მისი სჯერათ და ყოველთვის ენდობიან.

სოციალურ ქსელში ნაჩვენები გლამურული ცხოვრების მიღმა სალომე, 13 წელია, ოჯახური ცხოვრების რუტინაშია ჩაბმული, საშინაო საქმეების კეთება არ ეთაკილება. შვილების აღზრდის შესახებაც საკმაოდ ტრადიციული შეხედულებები აქვს. დანარჩენს უფრო დაწვრილებით კი "სარკეს" უამბობს.

- სალომე, სოციალურ ქსელში ძალიან აქტიური ხართ. რეალურ ცხოვრებაში კარიერულ განვითარებაზე არ ფიქრობთ?
– ჩემს ცხოვრებაში აქტიური პერიოდია. მართალია, კარიერაში მნიშვნელოვანი სიახლეები არ მაქვს, მაგრამ მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში გავხდი აქტიური და მყავს ჩემი მიმდევრების დიდი არმია, ეს უკვე საშუალებას მაძლევს, ყოველდღე ვიფიქრო, რა ინფორმაცია მივაწოდო ჩემს გამომწერებს.

- რა არის თქვენი მთავარი პრინციპი აუდიტორიასთან მუშაობისას, რა თემები სჭირდებათ მიმდევრებს თქვენგან?
– ჩემთვის მთავარია, რომ ადამიანებთან ურთიერთობაში ვიყო ბუნებრივი. ბუნებრიობა ტელეეკრანზეც და სოციალურ ქსელშიც ყველაზე მნიშვნელოვანია აუდიტორიასთან მუშაობისას. რაც შეეხება რჩევებს, ჩემგან ელოდებიან ჩაცმულობის სტილის მიმართულებით, ასევე ცნობილია ჩემი დიეტები. დიეტა და ჩაცმა – ეს ის ძირითადი საკითხებია, რაც ყველაზე მეტად აინტერესებს ჩემს აუდიტორიას.

სხვათა შორის, ყოველთვის ვგრძნობ, რომ ძალიან მენდობიან. ადამიანს ყოველთვის ვაძლევ რჩევას, რაც საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი.

- თავად რამდენად ხშირად გეცვლებათ ჩაცმასთან დაკავშირებით გემოვნება და მიდგომები?
– გამოპრანჭული ჩაცმის სტილის ერთგული ყოველთვის ვრჩები. ბოლო დროს შევიყვარე სპორტული სტილი, რაც ადრე ჩემთვის მიუღებელი იყო. ყოველთვის მაღალ ქუსლებზე შემდგარი გოგონა ვიყავი. ბოლო დროს ქუსლი ჩაანაცვლა სპორტულმა ფეხსაცმელებმა. მართლა იმდენად დატვირთული მაქვს მთელი დღის გრაფიკი, რომ შეუძლებელია, ამდენი საქმე მაღალ ქუსლებზე ვაკეთო.

სხვათა შორის, ბოლო პერიოდში დავაკვირდი, რომ მუქი ფერი უფრო ჭარბობს ჩემს გარდერობში. როგორც ჩანს, წლებთან ერთად სხეულის ფორმებიც იცვლება და გემოვნებაც, ამიტომაც მუქ ტანსაცმელს უფრო ვიცვამ.

- ცოტა ხნის წინ 40 წლის გახდით. არის ეს თქვენთვის მნიშვნელოვანი საეტაპო ასაკი თუ მხოლოდ ციფრებია?
– საერთოდ ვერ აღვიქვამ ჩემს ასაკს. უფროსი შვილი სულ მეუბნება, ოდესმე თუ დადგება ის ასაკი, როდესაც შენ დასერიოზულდებიო. გულწრფელად მგონია, რომ ჩემი 20 წლის შვილისხელა ვარ, იგივე ენერგიით მინდა გართობა, იგივენაირი ცხოვრების ხალისი მაქვს. ხშირად დამისვამს საკუთარი თავისთვის ასეთი კითხვა: ,,როდის შეიძლება დავღვინდე?”. ალბათ არასდროს. არადა, როცა მართლა 20 წლის ვიყავი, 40 კი არა 30 წელიც მეგონა, რომ ამაზე დიდი ასაკი რა უნდა ყოფილიყო.

ასაკის შეგრძნებას ისიც ვერ მიმძაფრებს, როდესაც ამხელა შვილებს ვხედავ. ასე მგონია, რომ ერთი არის ჩემი და, მეორე – ჩემი დისშვილი და ასე შემდეგ.

ასევე ნახეთ:

VIDEO: „მთელი ცხოვრებაა შენით ვამაყობ, რადგან მართლაც საამაყო და მისაბაძი ადამიანი ხარ” – თიკა ჯამბურიას და ნინა ხოფერიას ინტერვიუ

ზოდიაქოს 6 ნიშანი, რომელსაც მარტოობა ურჩევნია გულის გატეხას

VIDEO: „...ამის გამო ჩემი მოკვლაც კი სურდა“ – რა გადახდა ბენის ნუკისთვის ხელის თხოვნის დროს

VIDEO: რა უთხრა ილია თოფურიამ ბაბუას გამარჯვების შემდეგ