„გაზის მიწოდება 23 000 აბონენტს შეუწყდა“ - „თბილისი ენერჯი“ განცხადებას ავრცელებს
1766570852
„სუხიშვილები“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
„ჩვენს დიდ ოჯახს გამორჩეული წევრი გამოაკლდა - საქართველოს სახალხო არტისტი, ანსამბლის ბალეტმეისტერი - ქალბატონი ინგა თევზაძე.
ინგა თევზაძის სილამაზე მხოლოდ მის გარეგნობაში არ გამოიხატებოდა: მისი კეთილშობილება, სიბრძნე, დახვეწილობა ყველას აჯადოებდა. ასეთი ადამიანები უხმაუროდ ტოვებენ დიდ კვალს და რჩებიან ჩვენს გულებში, მეხსიერებაში და ანსამბლის ისტორიაში.
ვუსამძიმრებთ ნინო და ილიკო სუხიშვილებს დედის გარდაცვალების გამო; ასევე ახლობლებს და მის მთავარ ოჯახს - ქართულ ნაციონალურ ბალეტს. ნათელში იყოს მისი სული“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.