1766497440
საქართველოს პროკურატურის მიერ ორგანიზებული ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში მესტიის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გამართა
საქართველოს პროკურატურის მიერ ორგანიზებული ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში მესტიის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გამართა
საქართველოს პროკურატურის მიერ ორგანიზებული ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, მესტიის რაიონულმა პროკურორმა ალექსანდრე კოდუამ მესტიის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გამართა.
პროკურორმა მოზარდებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების გამომწვევ მიზეზებზე და ყურადღება გაამახვილა იმ მძიმე შედეგებზე, რომელიც ნარკოტიკის მოხმარებას მოსდევს.
შეხვედრის ფარგლებში, საუბარი შეეხო ნარკოტიკული დანაშაულის არსს და იმ სამართლებრივ პასუხისმგებლობასა და სასჯელებს, რომლებიც ამ ტიპის დანაშაულზეა გათვალისწინებული.
ღონისძიება ინტერაქტიულ ფორმატში ჩატარდა, მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო ყველა სამართლებრივ შეკითხვაზე პროკურორისგან ამომწურავი პასუხი მიიღეს.










