ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საქალაქო სასამართლომ თამარ მეარაყიშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა

თამარ მეარაყიშვილი

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საქალაქო სასამართლომ თამარ მეარაყიშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, მეარაყიშვილი ბრალს უარყოფს და აგრძელებს შიმშილობას, რომელიც გუშინ დაკავების შემდეგ დაიწყო.

ე.წ. სასამართლო პროცესი დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. პროცესზე არ დაუშვეს არც მეარაყიშვილის ოჯახის წევრები.

ცნობისთვის, ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს მოქალაქე თამარ მეარაყიშვილი „ჯაშუშობის ბრალდებით“ დააკავეს.