პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ქართული ჰიპ ჰოპის შემსრულებელი აკაკი ბაბუნაშვილი 4 წლის წინ, 48 წლის ასაკში გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, რეპერი ბათუმში გარდაიცვალა, მიზეზი კი თირკმელთან დაკავშირებული პრობლემა გახდა.
რეპერის გარდაცვალების 4 წლისთავს „მასტერი“ გამოეხმაურა.
„დღეს 4 წელი გავიდა, რაც ქართული ჰიპ-ჰოპის ლეგენდამ და სულის ჩამდგმელმა - აკაკი ბაბუნაშვილმა, იგივე შავმა პრინცმა დაგვტოვა და დაგვიტოვა დამახასიათებელი მუსიკალური ხმოვანება და უამრავი კარგი ნამუშევარი, რომელიც დღემდე ხშირად გვახსენებს თავს. დიდია მისი ღვაწლი აღნიშნულ ჟანრში.
ის იყო პიროვნება რომელმაც მთელი მისი ცხოვრება ამ მუსიკას დაუთმო და მიუძღვნა, ის იყო ძალიან კარგი და თბილი ადამიანი და დღემდე მახსოვს ის ემოცია, როდესაც მის სოლო კონცერტზე მიმიწვია ერთ-ერთ შემსრულებელ სტუმრად. მისი გარდაცვალების შემდეგ შედგა პროექტი - სიმღერაზე “ჩემი გული გაქვს შენ”, რომელიც კლიპის სახით გამოვიდა 2019 წელს.
დაახლოებით 2 კვირის წინ გამიჩნდა სურვილი, რომ განმეახლებინა (Remix) მისი ერთ-ერთი სიმღერა “არ დამელოდო”, რომელსაც დუეტში ასრულებდა ტიტისთან ერთად. ბავშვობაში ძალიან მიყვარდა ეს სიმღერა და რატომღაც ახლა მომინდა, რომ მასში ჩემებური ხედვა და მუსიკალური ელემენტები მეჩვენებინა თქვენთვის.
დღეს დაიდება კლიპი “არ დამელოდო” Remix, რომელზეც გუშინ ღამით დავამთავრეთ მონტაჟი და სიმბოლურად დავამთხვიეთ მისი წასვლის 4 წლისთავს. მადლობა მის ოჯახს ნდობისთვის და ხსოვნა დიდ ლეგენდას!! - დაწერა ჰიპ-ჰოპ არტისტმა.