პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ცოტა ხნის წინ „პრაიმტაიმმა“ ინტერვიუ ბათუმელ მომღერალთან, დენის სუეტინთან, იგივე Azazel-თან ჩაწერა, სადაც ერთ-ერთი კითხვა პატარა ტასოს შეეხებოდა, რომელმაც დენისის სიმღერა გულწრფელი ემოციებით შეასრულა და სოციალურ ქსელში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ყველას აინტერესებდა, ვინ იყო ეს ნიჭიერი გოგონა.
მოგვიანებით, ტასოს სხვა ვიდეოც ანალოგიურად აიტაცეს. "პრაიმ ტაიმმა" გადაწყვიტა, გაგაცნოთ ბავშვი, რომელიც თამამად შეიძლება ითქვას, რომ სოციალურ ქსელებში ნახვების რეკორდებს ხსნის.
ანასტასია დემურაძე 5 წლისაა და ბათუმში ცხოვრობს. ალბათ ძნელი მისახვედრი არ არის, ვისგან ერგო მას სიმღერის ნიჭი - ტასოს დედა ჰიპ-ჰოპ არტისტი, მარიამ ქირია, იგივე Candy. გარდა მუსიკალური ნიჭისა, გოგონა დედას ვიზუალურადაც საოცრად ჰგავს.
მანამ, სანამ უშუალოდ ტასოზე ვისაუბრებთ, მარიამი საკუთარ თავზე გვიყვება.
მარიამ ქირია: - 5-6 წლიდან მოყოლებული ვმღერი. დაახლოებით, 11 წლის ვიყავი, ერთ-ერთ ჯგუფში რომ მოვხვდი და ჰიპ-ჰოპ არტისტი გავხდი. იმ დროს, ქალი რეპერები თითქმის არ იყვნენ, 1-2 მახსოვს: ბიგ-თიკო და ციყვი. 12 წლისამ რეპი ჩავწერე, რასაც ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მაშინ მივხვდი, რომ ეს ჩემი საქმე იყო და აღარ ვჩერდები. ტასოზე რომ ვიყავი ფეხმძიმედ, მაშინაც ვწერდი. პირადი პრობლემის გამო, 2-წლიანი პაუზა მქონდა, ეგ იყო მხოლოდ...
- სად არის თქვენი შემოქმედების ნახვა შესაძლებელი?
- Youtube-არხი მაქვს, სადაც ჩემი ნამუშევრები იტვირთება. მანამდე, სხვის არხებზე ვტვირთავდი და ამან ძალიან დამწია უკან, მილიონობით ნახვებია, ოღონდ სხვის გვერდებზე. შემდეგ გადავწყვიტე, რომ ჩემი შემექმნა...
ვაპირებ, რომ ტასოსაც მალე გავუკეთო Youtube. მისი სახელის ბრენდიც შევქმენი. რადგან მე მქვია Candy, ბავშვს შეარქვეს Mini Candy. გადავწყვიტე, რომ საბავშვო ტანსაცმლისა და სათამაშოების მაღაზია გამეხსნა ბათუმში, ხიმშიაშვილის 23-ში, სადაც ტასოს ბანერები მაქვს და მაღაზიასაც „მინი ქენდი“ ჰქვია.
- თუ მიგიღიათ რომელიმე მუსიკალურ პროექტში მონაწილეობა?
- არა, ძალიან ბევრი არხიდან მქონდა შემოთავაზება... რადგან ტელევიზია ჩემი საქმე არ არის. არც კონკურსებზე გამოვსულვარ. ტელევიზიაში ინტერვიუზეც კი არ მივდივარ.
- ფეხმძიმედ ხართ, ტასოს დაიკო ეყოლება თუ ძამიკო?
- ამას 6 თვე ვმალავდით. ახლა თქვენგან შეიტყობენ, რომ ტასუნა დაიკოს ელოდება. ძალიან უნდოდა... უკვე ტანსაცმელს არჩევს და ამბებშია.
- გვიამბეთ ტასოზე, რა ინტერესები აქვს?
- თავი სტუდიაში შემაყვანინა, დადის ცეკვაზე, სიმღერაზე. ტასო სულ ჩემი მეგობრების გარემოცვაშია. მე და მის მამას ურთიერთობა არ გვაქვს, ხან მასთანაა, ხან ჩემთან. ჩემი მეგობრები ყოველთვის ცდილობდნენ, რომ მისთვის სითბო და სიყვარული შეევსოთ. ჩემს მეორე ნახევარს მამას ეძახის... სამეგობროშიც პირველი შვილია.
- რა მიზნები აქვს? ვინ უნდა მომავალში გამოვიდეს, დიდი გოგო რომ გაიზრდება?
- ამბობს, რომ რეპის ჩაწერა უნდა. რეალურად, კამერასთან ურთიერთობა უფრო მოსწონს. ტელეფონი ვუყიდეთ, მხოლოდ სახლში აქვს... რომ იღვიძებს, შეუძლია ჩართოს კამერა და ვიდეოში ილაპარაკოს, „ბავშვებო, აი ახლა მე კბილებს ვიხეხავ, შემდეგ უნდა ვჭამო...“ - კამერასთან უყვარს მუშაობა.
ჯერ პატარაა და ვერ ხვდება ბევრ რამეს, მაგრამ სამომავლოდ, რომ კამერასთან და მიკროფონთან უნდა მუშაობა, ეს აშკარაა. შეიძლება ჟურნალისტობაც მოინდომოს. ჩემს შვილს ყველაზე კარგად მე ვიცნობ, რატომღაც მგონია, მომავალში ჟურნალისტიკასთან იქნება ახლოს, ბავშვი კამერაზე გიჟდება.
- ესაა განსხვავება თქვენ შორის, მას კამერა უყვარს და თქვენ არა?
- კამერა მიყვარს, ოღონდ ტელევიზიები არა. არ არსებობს ჩემი სიმღერა, რომელსაც კლიპი არ აქვს. თავად ვმუშაობ კამერასთან, ტიკტოკებს ვიღებ, Instagram-ში ვარ... ბავშვს სულ ის ჩაესმის, რომ მე ყველაზე თამამი კამერასთან ვარ. უბრალოდ, ვფიქრობ, რომ ტელევიზია ჩემი საქმე არ არის, მე უფრო ინტერნეტ სივრცე მომწონს.
- ვიცით, რომ ტასო ახალ სიმღერაზე მუშაობს...
- ბაღში თუ დადის?
- რა თქმა უნდა, თუ ვინმემ ვერ იცნო, უკვირს, რატომ ვერ მიცანიო. ვიდეოებს ბევრი ჰეითი მოჰყვა, ბავშვმა საბავშვო სიმღერები უნდა იმღეროსო. ამას მე არ ვუყურებ. საბავშვოებსაც მღერის, უბრალოდ ყველასგან იმიტომ განსხვავდება, რომ ეს მიმართულება ძალიან კარგად გამოსდის.
- როგორი რეაქცია აქვს გამოხმაურებებზე, ინტერესდება რას წერენ მასზე?
- აბსოლუტურად ყველაფერს ვუკითხავ და ვეუბნები. ხალხი აჩერებს, ცნობენ, ჭკუაზე არაა, ისე უხარია. თუ ვერ იცნეს, ბავშვურად იცის ხოლმე თქმა, არ იცი, რომ მე ტიკტოკზე რაღაცებს ვიღებო? დაქალივით მყავს, ყველაფერს ვუკითხავ და ვუყვები. 17 წლის ვიყავი, ტასო რომ გავაჩინე, ძალიან მიყვარს ფსიქოლოგია და ვცდილობ, ყოველთვის მეგობრულად ვესაუბრო, სწორად მივუდგე.