VIDEO: მაქსიმ გალკინმა მისთვის ყველაზე საყვარელი ქართული სიმღერა დაასახელა და გამომწერებს უმღერა
1740247052
45 წლის რეპერი კანიე უესტი 30 დღით უარს ამბობს ლაპარაკზე, სქესობრივი კავშირზე, ფილმებზე და ალკოჰოლზე, რადგან "სიტყვიერი მარხვის" დაწყებას აპირებს, ინფორმაცია საკუთარ Twitter-ზე გამოაქვეყნა.
"ვიღებ 30-დღიან წმენდას. სიტყვიერი მარხვა -არა ალკოჰოლი, არა მოზრდილთა ფილმები, არანაირი სქესობრივი კავშირი. ღმერთს ვადიდებთ! ამინ. მაგრამ ჩემი Twitter-ი მაინც ანთია."
აქვე ამატებს: "ერთი თვეა, არავის ველაპარაკები" - წერს კანიე.
გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში, რეპერმა რამდენიმე ტვიტი გააზიარა სათაურით,- "დიდება ღმერთს".
და დაასრულა შემდეგი სიტყვებით: "ცოტა მეძინება, მაგრამ ხვალ... გპირდებით, რომ ეს იქნება ყველა სასიყვარულო სიტყვის თავმოყრა - ბიჭებო, გპირდებით."
45 წლის რეპერმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ანტისემიტური ტვიტის შემდეგ გასულ თვეს Twitter-ის ანგარიში გაუუქმეს. თუმცა პლატფორმის ახალმა მფლობელმა ილონ მასკმა რამდენიმე დღის წინ დაადასტურა, რომ ვარსკვლავის ანგარიში აღდგენილია.
კანიეს ყოფილმა მეუღლემ კიმ კარდაშიანმა კი მალევე გამოთქვა თავისი უკმაყოფილება მისი ანტისემიტური განცხადების მიმართ:
„მე ვდგავარ ებრაულ საზოგადოებასთან და მოვუწოდებ, მათ მიმართ საშინელი ძალადობისა და სიძულვილის ენის დაუყოვნებლივ დასრულებას“.
I’m not talking to nooobody for a month pic.twitter.com/g1JYFmCGEo
— ye (@kanyewest) November 3, 2022