შალვა პაპუაშვილი ჯანო ბაგრატიონის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჯანო ბაგრატიონის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ სპორტის საპატიო ოსტატის, ქართველი ხელბურთელის და საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის, ჯანო ბაგრატიონის გარდაცვალების გამო.

ჯანო ბაგრატიონმა ცხოვრება ყველაზე საპატიო და საპასუხისმგებლო მისიას - თაობებს აღზრდას მიუძღვნა, ასევე, აქტიურად მონაწილეობდა ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. მისი გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია ქართული სპორტისთვის, საზოგადოებრივი ცხოვრებისთვის და ყველასთვის, ვისაც ბატონ ჯანოსთან პირადი და საქმიანი ურთიერთობის პატივი ხვდა წილად.

საქართველოს პარლამენტის სახელით, ვუსამძიმრებ ჯანო ბაგრატიონის ოჯახის წევრებს, ახლობლებს და მეგობრებს“, - აღნიშნულია შალვა პაპუაშვილის სამძიმრის წერილში.