რას ამბობენ კლინიკაში, სადაც გურამ დადიანიძის მამიდა, ნინო დადიანიძე მუშაობდა
1789417821
ლოს-ანჯელესში Emmy-ის დაჯილდოების 78-ე ცერემონია გაიმართა.
საღამოს ტრიუმფატორი სერიალი „ქვრივების ყურე“ გახდა. Apple TV-ის პროექტმა გამარჯვება 14 ნომინაციაში მოიპოვა, მათ შორის „საუკეთესო კომედიური სერიალის“ კატეგორიაში, რითაც ერთ სეზონში კომედიური სერიალისთვის მიღებული ჯილდოების რაოდენობით რეკორდი დაამყარა. Emmy კატეგორიაში „საუკეთესო დრამატული სერიალი“ ზედიზედ მეორედ „პიტის საავადმყოფომ“ მიიღო.
მეთიუ რიზი კომედიურ სერიალში საუკეთესო მსახიობ კაცად აღიარეს, სტივენ რუტი კი მეორე პლანის საუკეთესო მსახიობ კაცად. ამასთან ერთად, რიზმა ასევე მიიღო Emmy მინისერიალში საუკეთესო მსახიობი კაცის როლის შესრულებისთვის, შოუსთვის „ჩემში მცხოვრები ურჩხული“ და ისტორიაში პირველი მსახიობი გახდა, რომელმაც ერთ საღამოს ორ სამსახიობო ნომინაციაში გაიმარჯვა.
კომედიური სერიალის საუკეთესო მსახიობი ქალი ჯინ სმარტი გახდა, ქეით ო'ფლინს კი ჯილდო ქალის მეორე პლანის საუკეთესო როლის შესრულებისთვის გადაეცა.