„ამ სახლიდან 17 მიცვალებული გაასვენეს... უმეტესობა ბავშვი და ქალი იყო“ - ელაშვილების ოჯახის ტრაგედია
1760472917
სემეკი შპს „თელმიკოს“ ბილინგისა და სს „თელასის“ მრიცხველების აღრიცხვის სისტემებს შეისწავლის. ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება განპირობებულია მოქალაქეთა დიდი ოდენობის საჩივრებით, რომლებიც ელექტროენერგიის გაზრდილ გადასახადებს შეეხება.
დღეს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრი, გიორგი ფანგანი კომპანიებში - შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელ კომპანიასა“ (თელმიკო) და სს „თელასში“ სემეკის შესვლაზე განცხადებასაც გააკეთებს.