„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობა გაიყიდა

საზმაუ

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობა გაიყიდა. კოსტავას 68-ში მდებარე შენობა კერძო საკუთრებაში გადავა.

ელექტრონული აუქციონიდან ირკვევა, თბილისში, კოსტავას 68-ში მდებარე მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები 65.1 მლნ ლარად გაიყიდა. საწყისი ფასი კი 65 000 000 ლარი იყო.

შენობის ღირებულება დღგ-ის გარეშე 65 მილიონი ლარი იყო, ხოლო დღგ-ის ჩათვლით მისი ფასი 76.7 მილიონი ლარი იყო. უძრავი ქონების აუქციონში საკუთარი წინადადება მხოლოდ ერთმა პრეტედენტმა დააფიქსირა, შესაბამისად, ტელევიზიის შენობა ერთი ბიჯით გაიყიდა.

„ქონების საწყისი ღირებულება შეადგენს 65 000 000 ლარს, დღგ-ს გარეშე. დღგ-ს ჩათვლით ქონების ღირებულება – 76 700 000 ლარი გადახდილი უნდა იქნას შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

45% – ხელშეკრულების დადებიდან 1 თვეში

20% – არაუგვიანეს 2022 წლის 31 დეკემბრისა

20% – არაუგვიანეს 2023 წლის 31 დეკემბრისა

7.5% – არაუგვიანეს 2024 წლის 31 დეკემბრისა

7.5% – არაუგვიანეს 2025 წლის 31 დეკემბრისა“, - აღნიშნულია აუქციონის პირობებში.

პირველმა არხმა ასევე გამოაცხადა 41-მილიონიანი ტენდერი პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე მშენებარე შენობის რემონტისთვის.