რევაზ სოხაძე

საზოგადოება • 1791986054

რევაზ სოხაძე თბილისის საჯარო სკოლებში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანთან, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილთან, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ გიორგი შონიასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, თბილისის ოთხ საჯარო სკოლაში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე გაეცნო.მინისტრმა დაათვალიერა თბილისის №11 საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოები.მუნიციპალური განვითარების ფონდი 650 მოსწავლეზე გათვლილ ახალ სკოლას აშენებს. პროექტის ღირებულება 14.3 მილიონ ლარზე მეტია და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება.რევაზ სოხაძე ასევე გაეცნო თბილისის №128 საჯარო სკოლის დამატებითი სასწავლო კორპუსის მშენებლობას. სკოლას 300 მოსწავლეზე გათვლილი ახალი კორპუსი დაემატება, რაც სასწავლო ინფრასტრუქტურის გაფართოებასა და მოსწავლეებისთვის შესაბამისი პირობების შექმნას უზრუნველყოფს. პროექტის ღირებულება 9.1 მილიონ ლარზე მეტია და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება.მინისტრი და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ასევე ადგილზე გაეცნენ თბილისის №113 და №116 საჯარო სკოლებში არსებულ მდგომარეობას. ორივე სკოლის ნაცვლად ახალი შენობების მშენებლობა იგეგმება.№113 საჯარო სკოლის ძველი შენობის დემონტაჟი უკვე დასრულებულია. მომდევნო კვირას გამოცხადდება ბაზრის კვლევა 200 მოსწავლეზე გათვლილი ახალი სკოლის პროექტირება-მშენებლობის ტენდერის მოსამზადებლად. აღნიშნული სკოლის პროექტი ინფრასტრუქტურის სამინისტრომ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს (ESIDA) გაუქმების შემდეგ გადაიბარა.№116 საჯარო სკოლასთან დაკავშირებით მიღებულია გადაწყვეტილება, რომ არსებული შენობის ნაცვლად აშენდება ახალი, გაზრდილი მოცულობის სკოლა. ამ მიზნით დაიწყება საპროექტო დავალების მომზადება, რის შემდეგაც გამოცხადდება ბაზრის კვლევა.რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო საჯარო სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროექტებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ განსაზღვრული პრიორიტეტული სკოლების ნუსხის შესაბამისად ახორციელებს. განათლების სამინისტრო განსაზღვრავს სკოლებისინფრასტრუქტურულ საჭიროებებსა და პრიორიტეტებს, ხოლო ინფრასტრუქტურის სამინისტრო, მუნიციპალური განვითარების ფონდის მეშვეობით, უზრუნველყოფს შესაბამისი პროექტების განხორციელებას.

თამარ იოსელიანი

პოლიტიკა • 1791549180

თამარ იოსელიანი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მიმართ ინტერესი უპრეცედენტოდ მაღალია, "ლენდლორდის მოდელი" გვაძლევს საშუალებას, სახელმწიფო ფლობდეს და ავითარებდეს ნავსადგურს, მოვიზიდოთ ინვესტორები და ოპერატორები

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მიმართ ინტერესი უპრეცედენტოდ მაღალია, "ლენდლორდის მოდელი" გვაძლევს საშუალებას, რომ სახელმწიფო ფლობდეს და ავითარებდეს ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურს, შესაბამისად მოვიზიდოთ ინვესტორები და ოპერატორები, რომლებიც შეძლებენ მოიტანონ ტვირთი, შესაბამისი გამოცდილება და ინვესტიციები, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მიმდინარეობაზე საუბრისას.როგორც თამარ იოსელიანმა აღნიშნა, ეს მიდგომა მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული და აპრობირებულია - ნავსადგურების დაახლოებით 80% სწორედ მსგავსი მოდელით ვითარდება."ჩვენ უკვე გადავაწყვეთ მთელი პროცესი აღნიშნული მოდელით განვითარებაზე, ახლა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის სამშენებლო მოედანზე მიმდინარეობს მშენებლობა, ბელგიური კომპანია Jan De Nul ახორციელებს სამშენებლო სამუშაოებს, რომ აშენდეს 1400 მეტრის სიგრძის ტალღმჭრელი და დაღრმავდეს შესაბამისი აკვატორია 17,5 მეტრამდე იმისათვის, რომ ჩვენ შევძლოთ მივიღოთ ღრმაწყლოვანი და მსხვილ ტონაჟიანი გემები.ანაკლიის პორტთან დაკავშირებით გეგმა-გრაფიკის მიხედვით მივდივართ და გუშინ გამოცხადდა ბაზრის კვლევა რკინიგზის გზის მშენებლობასთან დაკავშირებით, იმისათვის, რომ წლის ბოლომდე საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდეს", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.თამარ იოსელიანმა ასევე განმარტა, რომ სამშენებლო სამუშაოების ღირებულება დაახლოებით 200 მილიონ დოლარს შეადგენს."რკინიგზამ დაამთავრა პროექტირება და ჩვენ უკვე გადავდივართ სამშენებლო პროცესზე. ეს უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ ანაკლია დაუკავშირდეს სატრანსპორტო ქსელებს. ამ მიმართულებით საავტომობილო მიმართულებითაც მიდის მუშაობა. ასევე ვგეგმავთ, რომ განვავითაროთ თავისუფალი ინდუსტრიული ზონა იმისათვის, რომ შეიქმნას ის ეკოსისტემა, რაც აუცილებელია სატრანსპორტო ჰაბისთვის", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

პრემიერი

პოლიტიკა • 1791537894

პრემიერი: მომავალი წლის ბოლოს დაიწყება ვაზიანის აეროპორტის მშენებლობა - განიხილება ინვესტიციების განხორციელების სამი შესაძლო მოდელი - როგორც მთლიანად სახელმწიფო რესურსით განხორციელება, ისე სრულად კერძო ინვესტიციით, ასევე განიხილება შერეული ფორმატიც

მომავალი წლის ბოლოს აუცილებლად დაიწყება ვაზიანის აეროპორტის მშენებლობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, განიხილება ინვესტიციების განხორციელების სამი შესაძლო მოდელი - როგორც მთლიანად სახელმწიფო რესურსით განხორციელება, ისე სრულად კერძო ინვესტიციით, ასევე განიხილება შერეული ფორმატიც."ჩამოსაყალიბებელია საბოლოო პოზიცია, მათ შორის, ჩამოსაყალიბებელია პოზიცია პოტენციურ ინვესტორებთან კონსულტაციების საფუძველზე, სამივე შესაძლო მოდელი განიხილება ამ ეტაპზე - როგორც მთლიანად სახელმწიფო რესურსით განხორციელება, ისე მთლიანად კერძო ინვესტიციით განხორციელება, ასევე შერეული ფორმატით განხორციელება. კონსულტაციების შემდეგ ჩამოვყალიბდებით ამაზე. რაც შეეხება ბიუჯეტს, მშენებლობის დაწყება უშუალოდ დაგეგმილია მომავალი წლის დეკემბრიდან, შესაბამისად მომავალ წელს ხარჯები ასე თუ ისე არ იქნება გაწეული უშუალოდ სამშენებლო სამუშაოებზე, მხოლოდ დეკემბერში იქნება პირველადი, ხარჯები გათვალისწინებული, დანარჩენი გაგრძელდება პროცესები, მომავალი წლის ბოლოს აუცილებლად დაიწყება ვაზიანის აეროპორტის მშენებლობა.სრულად გამჭვირვალედ და ღიად ჩატარდება ტენდერი და ვინც შემოგვთავაზებს საუკეთესო პირობებს, ის მხარე იქნება გამარჯვებული. ჩვენ მივესალმებით მაქსიმალურად ფართო ინტერესს, იმიტომ რომ ფართო ინტერესი ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო მიიღებს მაქსიმალურ მოგებას ამ პროექტიდან", - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა • 1791531857

ირაკლი კობახიძე: აქტიურად ვმუშაობთ ანაკლიის მიმართულებით დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტზე, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, დაგეგმილია ახალი, 18-კილომეტრიანი სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობა

აქტიურად ვმუშაობთ ანაკლიის მიმართულებით დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტზე. მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, დაგეგმილია ახალი, 18-კილომეტრიანი სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობა, რომლის სავარაუდო ღირებულება იქნება 200 მილიონი  დოლარი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ რკინიგზელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სამშენებლო ტენდერი მიმდინარე თვის ბოლომდე გამოცხადდება.„როდესაც წარვადგინეთ ქალბატონი მარიამ ქვრივიშვილი ვიცე-პრემიერად, დეტალური პრეზენტაცია მივუძღვენი ეკონომიკის სფეროში განხორციელებულ ცვლილებებს. საუბარი იყო არსებითად გასული წელიწად-ნახევრის განმავლობაში განხორციელებულ ცვლილებებზე და ამ პრეზენტაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილი იყო საქართველოს რკინიგზა. ეს არც არის გასაკვირი გამომდინარე იქიდან, რომ რკინიგზაში გამორჩეულად ბევრი და მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა ამ პერიოდის განმავლობაში. გასული წლის მაისში დაინიშნა ბატონი ლაშა აბაშიძე რკინიგზის ხელმძღვანელად და მას შემდეგ ფუნდამენტურად შეიცვალა ბევრი რამ საქართველოს რკინიგზაში. მთლიანად გადაიხედა კომპანიის მართვის კომერციული და საოპერაციო პროცესები. შემცირდა არაეფექტიანი ხარჯები, გაუმჯობესდა რესურსების მართვა და განხორციელებული ოპტიმიზაციის შედეგად 190 მილიონი ლარი დაიზოგა. ეს პროცესი გრძელდება, წლის ბოლომდე ასევე განხორციელდება ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები, თუმცა უკვე, შეიძლება ითქვას, რომ მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოს რკინიგზის წმინდა მოგება, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაორმაგდა, რაც თავისთავად ყველაფერზე  მეტყველებს. ბუნებრივია, ეს დაზოგილი თანხები მთლიანად მოხმარდება ისევ და ისევ საქართველოს რკინიგზის განვითარებას“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს რკინიგზა

საზოგადოება • 1791457479

„საქართველოს რკინიგზა“ მოძრავ შემადგენლობას აახლებს - იგეგმება 50-მდე ლოკომოტივისა და 10 ახალი მატარებლის შეძენა

"საქართველოს რკინიგზაში" მოძრავი შემადგენლობის განახლება გრძელდება."საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორის, ლაშა აბაშიძის განცხადებით, სისტემაში მნიშვნელოვანი ოპტიმიზაცია განხორციელდა, რამაც ახალი პროექტების დაწყების საშუალება მისცა. უკვე შეძენილია 200 ახალი სატვირთო ვაგონი, მათგან დაახლოებით 60 უკვე შემოსულია საქართველოში.აბაშიძის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში დაგეგმილია 10 ახალი სამგზავრო მატარებლის დამატება საქართველოს რკინიგზისთვის. ასევე, უკვე მიმდინარეობს 5 სამგზავრო მატარებლის კაპიტალური რემონტი და მოდერნიზაცია."ჩვენ ეს შესყიდვა განვახორციელეთ პირდაპირ მწარმოებელთან, ყოველგვარი, ასე ვთქვათ, შუამავალი კომპანიების ჩართულობის გარეშე. და, ზოგადად, მიმაჩნია სწორად, რომ "საქართველოს რკინიგზამ" ასეთი მნიშვნელოვანი პროექტები უნდა განახორციელოს და უნდა შეიძინოს პირდაპირ მწარმოებელი ქარხნებისგან. ასევე, სამგზავრო მატარებლებით ჩვენ დაგეგმილი გვაქვს, რომ უახლოეს პერიოდში დავამატებთ 10 ახალ სამგზავრო მატარებელს "საქართველოს რკინიგზას" და უკვე მიმდინარეობს 5 სამგზავრო მატარებლის კაპიტალური რემონტი და მოდერნიზაცია. ეს ჯამში მოგვცემს იმას, რომ ჩვენ, ზოგადად, სრულად ჩვენს სამგზავრო მიმართულებას განვახორციელებთ სრულიად ახალი, თანამედროვე მატარებლებით", - განაცხადა "საქართველოს რკინიგზის" გენერალურმა დირექტორმა ლაშა აბაშიძემ.ამასთან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, თამარ იოსელიანის განცხადებით, ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად, "საქართველოს რკინიგზა" 50-მდე ახალ ლოკომოტივს შეიძენს. მისი თქმით, შესყიდვისთვის შესაბამისი ტენდერი უკვე გამოცხადებულია."პირველად საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში, "საქართველოს რკინიგზა" შეიძენს 50-მდე ახალ ლოკომოტივს და, შესაბამისად, განაახლებს სავაგონო პარკს. ამ მიმართულებით შედეგები უკვე სახეზე გვაქვს - გამოცხადებულია ლოკომოტივების შესყიდვისთვის შესაბამისი ტენდერი და შეძენილია ახალი 200 ვაგონი, რომელიც პირდაპირ მწარმოებელთან დაკონტრაქტდა და, შესაბამისად, ამ მიმართულებით დაიზოგა მნიშვნელოვანი რესურსი, რაც, რა თქმა უნდა, ასევე მოხმარდება "საქართველოს რკინიგზის" განვითარებას", - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის მეწყრულ უბანზე სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

რეგიონი • 1791375164

ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის მეწყრულ უბანზე სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გუშინ ღამე, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე ჩამოვიდა კლდოვანი მასა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.ამ დროისთვის, ადგილზე იმყოფებიან საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და კონტრაქტორი ორგანიზაციის წარმომადგენლები. მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რათა უმოკლეს ვადებში აღდგეს ავტოტრანსპორტის მოძრაობა.ამასთანავე, უკვე გამოცხადებულია ტენდერი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ1-კმ26 მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება 26.5 კმ. სიგრძის გზის სრული რეაბილიტაცია, მათ შორის სპეციალური ღონისძიებები გატარდება აღნიშნული გზის 26-კმ-ზე არსებულ მეწყრულ უბანზე, რაც სრულად მოაგვარებს არსებულ პრობლემებს.

პრემიერი

პოლიტიკა • 1791359060

პრემიერი: თვალსაჩინო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება თვისებრივად გარდაიქმნას კონკრეტული სექტორი, არის საქართველოს რკინიგზა, სადაც განხორციელდა უმნიშვნელოვანესი ოპტიმიზაცია, რკინიგზის მოძრავ შემადგენლობას დაემატება 50-მდე ახალი ლოკომოტივი

თვალსაჩინო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება თვისებრივად გარდაიქმნას კონკრეტული სექტორი, არის საქართველოს რკინიგზა, სადაც განხორციელდა უმნიშვნელოვანესი ოპტიმიზაცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, განხორციელდა საკადრო ოპტიმიზაცია - 1100 ერთეულით შემცირდა მთლიანობაში საშტატო ნუსხა რკინიგზაში და ყოველწლიურმა დანაზოგმა 25 მილიონი ლარი შეადგინა."ეს თანხები მთლიანად იქნება მიმართული მომავალში რკინიგზის განვითარებაში, რაც ეკონომიკის შემდგომ განვითარებას შეუწყობს ხელს. ასევე შესყიდვების ოპტიმიზაციის და საკონტრაქტო ღირებულების შემცირებით დაიზოგა 190 მილიონ ლარზე მეტი. ამის ერთ-ერთი ბოლო თვალსაჩინო მაგალითი იყო ვაგონების შესყიდვა. მთლიანობაში ჩვენ უკვე შევისყიდეთ 200 ვაგონი, მომდევნო თვეების განმავლობაში დაგეგმილია დამატებით 200 ვაგონის შესყიდვა. თავდაპირველი გეგმის მიხედვით, შუამავალი კომპანიის მეშვეობით უნდა განხორციელებულიყო ეს შესყიდვა, თუმცა იმუშავა საქართველოს რკინიგზამ და პირდაპირ უშუალოდ უცხოური კომპანიისგან შეისყიდა ვაგონები, რის შედეგადაც ჯამურად 400 ვაგონზე დანაზოგი შეადგენს 15 მილიონ ლარზე მეტს. ეს არის სახელმწიფოებრივი მიდგომის გამოხატულება. ხორციელდება მნიშვნელოვანი ცვლილებები და ამ ცვლილებებს აქვს კონკრეტული ხელშესახები შედეგები, მათ შორის ეს ყველაფერი გამოიხატება იმითაც, რომ სახელმწიფოს ეზოგება ათეულობით და ასეულობით მილიონი ლარი სხვადასხვა მიმართულებით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.მისივე თქმით, დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად, რკინიგზის მოძრავ შემადგენლობას დაემატება 50-მდე ახალი ლოკომოტივი."ასეთი რამ არ გაკეთებულა 90-იანი წლების დასაწყისიდან, ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება, ტენდერი უკვე გამოცხადებულია. ასევე დამატებით იგეგმება 1800 ახალი ვაგონის და 10 ახალი სამგზავრო მატარებლის შეძენა, ეს თვისებრივად გარდაქმნის რკინიგზის რესურსებს, რაც არის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ჩვენთვის. ასევე შეგახსენებთ, რომ სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ გაიხსნა ბაქო-თბილისი ყარსის ახალი რკინიგზა, რაც ჩვენი საერთაშორისო სატრანზიტო ფუნქციის განვითარებისთვის არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, ასევე 6-წლიანი პაუზის შემდეგ აღდგა სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა თბილისსა და ბაქოს შორის, რასაც ასევე ჰქონდა ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობა. დასრულდა ისტორიული მოდერნიზაციის პროექტი რკინიგზაში შედეგად გამტარუნარიანობა სერიოზულად გაიზარდა და ასევე ქვეყნის გადაკვეთის დრო განახევრდა, რასაც  თავადაც განსჯით, რამხელა მნიშვნელობა აქვს ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერებისათვის", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.მისივე თქმით, თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობის დრო შემცირდა 5,5 საათიდან 4 საათამდე."ესეც ნიშნავს რა თქმა უნდა, ბევრად უფრო მეტ კომფორტს ჩვენი მოქალაქეებისთვის და ჩვენი სტუმრებისთვის. ისტორიული "კუკუშკის" აღდგენა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი და ასევე თბილისი-ახალციხის სარკინიგზო ხაზი იყო სრულიად უფუნქციო, გაჩერებული, აღდგება და რაც იყო მანამდე გადაადგილების დრო 6 საათი, ეს დრო შემცირდება 3 საათამდე. ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც სათანადო ვადებში განხორციელდება. გაციფრულდა სარკინიგზო სერვისები და სასაზღვრო პროცედურების დრო შემცირდა 15 საათიდან 2 საათამდე. 7,5-ჯერ არის შემცირებული პროცედურების დრო, რაც ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქციის სათანადო რეალიზებისათვის. რკინიგზის წმინდა მოგება - რომ შევადაროთ მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემები გასული წლის 9 თვის მონაცემებს, არის გაორმაგებული, ეს არის კონკრეტული ხელშესახები შედეგები, რაც მივიღეთ ჩვენ რკინიგზის სფეროში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კახა კალაძე

პოლიტიკა • 1791354784

მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელზე ნაჟური წყლის გამწმენდი სისტემა მოეწყობა - კახა კალაძე

მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე დაწყებულია სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი, რაც გულისხმობს ნაგავსაყრელზე ნაჟური წყლების (ლიჩეტის) გამწმენდი სისტემის მოწყობას, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.მისივე თქმით,  აღნიშნული პროექტი საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის „თბილისის მყარი ნარჩენების პროექტთან“ დაკავშირებით გაფორმებული სასესხო შეთანხმების ფარგლებში ხორციელდება.„პოლიგონზე არსებული დღევანდელი მდგომარეობა ვერანაირ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს. გვსურს მისი სრულად მოდერნიზება. როგორც განვითარებულ ქვეყნებში იმართება ნარჩენების პოლიგონი, ისეთი პროექტი უნდა განხორციელდეს. ამაში გვეხმარებიან საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები, უცხოელი სპეციალისტები, რადგან საქართველოში მსგავსი გამოცდილება არ გვაქვს“, - განაცხადა კახა კალაძემ.მისივე თქმით, პროექტისთვის სამშენებლო კომპანია შერჩეულ იქნა EBRD-ის ელექტრონული შესყიდვების პორტალზე ჩატარებული ტენდერის ფარგლებში, ბანკის შესყიდვების პოლიტიკისა და წესების შესაბამისად.„კონკრეტულ კომპანიას დაწყებული აქვს სამუშაოები. პროექტი დამთავრებული და გაშვებული იქნება 2027 წლის სექტემბერში. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების განსახორციელებლად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს“ მიერ სამშენებლო ნებართვა გაცემულია მიმდინარე წლის სექტემბერში. პარალელურად ვმუშაობთ, რა უნდა იყოს შემდეგი ნაბიჯები, რომ სრულად მოწესრიგდეს პოლიგონი, იქ მცხოვრებ ადამიანებს კი არანაირი პრობლემა არ შეექმნათ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერი

პოლიტიკა • 1791110128

კახა კალაძე უფასო სასადილოებზე: თუ ბიზნესსექტორი ამბობს, რომ კონკრეტულ ფასში კონკრეტული მენიუს მიწოდება შეუძლია, ჩვენ უფლება არ გვაქვს, ტენდერი უფრო მაღალი ფასით გამოვაცხადოთ

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, უფასო სასადილოების ერთი ბენეფიციარისთვის დღიურად გათვალისწინებული თანხის ოდენობას განსაზღვრავს ბაზრის კვლევა და მერია ვალდებულია, ტენდერი სწორედ ამ თანხაზე გამოაცხადოს.როგორც მერმა ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა, უფასო სასადილოების მენიუს ადგენენ დარგის სპეციალისტები და არა მერია.„რაც შეხება ფასებს, ამ თემით სპეკულირებთ მუდმივად. მუნიციპალიტეტი, დედაქალაქის მერია არ ადგენს ფასებს, ამას განსაზღვრავს ბაზარი. ჩვენ ტენდერს ვაცხადებთ კონკრეტული მენიუთი, რომელიც შედგენილია დარგის სპეციალისტების მიერ. არ იფიქროთ, რომ ამ მენიუს მერიის რომელიმე წარმომადგენელი ადგენს. სპეციალისტების ჩართულობით ხდება კონკრეტული მენიუს შედგენა. შემდეგ ცხადდება ბაზრის კვლევა და ბაზრის კვლევით განისაზღვრება ფასი. ჩვენ რომ ადგეთ და უფრო მეტი ფასით გამოვაცხადოთ ტენდერი აღნიშნულ კვებასთან დაკავშირებით, მაშინ ის რეაქცია გექნებოდათ, რომ კონკრეტული ფასია განსაზღვრული და მერია უფრო მეტით აცხადებს ტენდერს. თუ ბიზნესსექტორი ამბობს, რომ ამ კონკრეტულ ფასში კონკრეტული მენიუს მიწოდება შეუძლია, ჩვენ რა უფლება გვაქვს, კანონის წინააღმდეგ წავიდეთ და გამოვაცხადოთ ტენდერი იმაზე მაღალი ფასებით, ვიდრე წარმოდგენილია ბაზრის კვლევაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ქარელი

რეგიონი • 1790922112

ქარელის მუნიციპალიტეტში შაქშაქეთის დიუკერის რეაბილიტაცია იწყება

 ქარელის მუნიციპალიტეტში, ტაშისკარის სარწყავი სისტემის შაქშაქეთის დიუკერის, ავარიული ფარისა და სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია იწყება. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.„პროექტის ფარგლებში, განხორციელდება აღნიშნული სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქცია, მოეწყობა საუბნო სახლი, მასთან მისასვლელი გზა და მიმდებარე ტერიტორია.შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა, კომპანიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, დაგეგმილი სამუშაოების არეალი და ადგილზე არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.„ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მასშტაბური რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია, რომლის მიზანია საირიგაციო სისტემების გამართული ფუნქციონირება და სარწყავი წყლის საიმედო მიწოდება.აღნიშნული სამუშაოები ხელს უწყობს გარანტირებულად ირიგირებული ფართობების ზრდას და ფერმერებისთვის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის უკეთესი პირობების შექმნას. შაქშაქეთის დიუკერის არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი რეაბილიტაციის განხორციელება მნიშვნელოვანი იყო საირიგაციო სისტემის გამართული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად. ამ ეტაპზე ტენდერი უკვე დასრულებულია და გამოვლენილია გამარჯვებული კომპანია. სამუშაოების დასრულების შემდეგ, რეგიონში მცხოვრებ ფერმერებსა და ადგილობრივ მოსახლეობას სარწყავი წყალი სტაბილურად და შეუფერხებლად მიეწოდება“, - განაცხადა გიგლა თამაზაშვილმა.პროექტის ღირებულება 2 მილიონ ლარზე მეტია. სამუშაოების დასრულება 2027 წლის აპრილის ბოლოს იგეგმება.რეაბილიტაციის შედეგად მნიშვნელოვნად გაიზრდება შაქშაქეთის დიუკერისა და სათავე ნაგებობის მდგრადობა და საიმედოობა, რაც უზრუნველყოფს სარწყავი სისტემის გამართულ ფუნქციონირებას და წყალმომხმარებლებისთვის სარწყავი წყლის სტაბილურ მიწოდებას", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლაშა აბაშიძე

პოლიტიკა • 1790852872

ლაშა აბაშიძე: შუა დერეფანში საქართველოს როლი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, ვაკავშირებთ ცენტრალური აზიის ქვეყნებს ევროპის ბაზართან, ამიტომ, რკინიგზაზე ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციები ხორციელდება

შუა დერეფანში საქართველოს როლი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩვენ ვაკავშირებთ ცენტრალური აზიის ქვეყნებს ევროპის ბაზართან, შესაბამისად, ასევე ჩვენ გვაქვს პირდაპირი კავშირი შავ ზღვასთან, – ამის შესახებ საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა, ლაშა აბაშიძემ განაცხადა.მისი თქმით, საქართველო კონკურენტუნარიან გარემოში მდებარეობს.„სწორედ ამიტომ, როგორც ხედავთ, ტვირთნაკადი მომატებულია. ვვარაუდობთ, რომ გადაზიდვაში რეკორდული წელი გვექნება. ჩვენ უკვე გვაქვს 15 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებლები. სწორედ ამიტომ, რკინიგზაზე ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციები ხორციელდება. გვაქვს გეგმა, არსებითად გავაუმჯობესოთ საქართველოს რკინიგზა, ეს იქნება არსებითი გაუმჯობესება. სრულად ვაახლებთ სალოკომოტივო პარკს, ვყიდულობთ ახალ ელმავლებს, ვამატებთ ახალ სიმძლავრეებს. ჩვენ უკვე ვიყიდეთ ახალი სატვირთო ვაგონები, ვამატებთ ახალ სატვირთო ვაგონებს, ანუ, რაც ყველაზე კრიტიკულია საქართველოს რკინიგზისთვის. ჩვენ ყველა გამოწვევას ვპასუხობთ და არსებითად შევცვლით ამ კომპანიას და არსებითი გაუმჯობესება გვექნება უახლოეს პერიოდში“, – განაცხადა ლაშა აბაშიძემ.ანაკლიის პორტზე საუბრისას ლაშა აბაშიძემ განაცხადა, რომ ახალი საპორტო სიმძლავრე და ანაკლიის პორტი შუა დერეფნისთვის იქნება გარდამტეხი.„იქნება დამატებითი რესურსი ტვირთების გადამუშავების და ზღვაზე გატანის. შუა დერეფანში, როგორც ვხედავთ კვლევებიდან, მომავალ წლებში იქნება დაახლოებით ორჯერ და სამჯერ მეტი ზრდა, შესაბამისად, ეს ახალი საპორტო სიმძლავრე უზრუნველყოფს, რომ ტვირთების გატარების უზრუნველყოფა მოხდეს. სწორედ ამიტომ, ანაკლიის პორტი არა მარტო საქართველოსთვის, ზოგადად, შუა დერეფნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და კრიტიკული მთელი ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის. საკმაოდ დიდი დაინტერესებაა და დიდი მოლოდინი ანაკლიის პორტთან. შესაბამისად, უახლოეს პერიოდში ვაპირებთ და ვმუშაობთ მსოფლიო ბანკთან ერთად, რომ მიმდინარე წელს უკვე გამოვაცხადოთ ტენდერი და დავიწყოთ სამუშაოები მისასვლელი რკინიგზის მოწყობისთვის. ეს იქნება სრულიად ახალი სარკინიგზო ინფრასტრუქტურა. ჩვენ ვაშენებთ ახალ სადგურებს, ვაშენებთ ახალ სარკინიგზო ინფრასტრუქტურას, შესაბამის სალიანდაგო და შესაბამისი ყველა თანმდევი ინფრასტრუქტურა იქნება სრულიად თანამედროვე“, – განაცხადა ლაშა აბაშიძემ.

გზა

ფინანსები • 1790839063

ლემშვენიერა-დავით გარეჯის საავტომობილო გზის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ლემშვენიერა-დავით გარეჯის საავტომობილო გზის კმ14-კმ18 მონაკვეთისა და გარეჯის ნათლისმცემლის მონასტერთან მისასვლელი საავტომობილო გზის 0.9 კმ. სიგრძის მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა.სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე 5,3 კმ-ია და საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს.როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აღნიშნავენ, არსებულ გზაზე საფარი მხოლოდ გრუნტოვანი იყო და ატმოსფერული ნალექის შემთხვევაში მასზე მოძრაობა რთულდებოდა.პროექტი ითვალისწინებს გზის სრულ რეაბილიტაციას, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია და ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება. არსებული ხელოვნური ნაგებობების აღდგენა და ახალი ნაგებობების მოწყობა. ასევე, გათვალსიწინებულია მიერთებების, წყალგამტარი მილების, საგზაო ნიშნების მოწყობა და გზის სავალი ნაწილის მონიშვნა.პროექტი სრულად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

✕