ვალუტის კურსი

ფინანსები 1715888632

ვალუტის კურსი შეიცვალა - რა ეღირება დოლარი და ევრო დღეს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7596 ლარი გახდა.ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7596 ლარი გახდა. კურსი, რომელიც მოქმედებდა, 2.7323 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0273 ლარი შეადგინა.რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0002 ლარია. მაშინ, როცა მოქმედი კურსი 2.9577 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0425 ლარი შეადგინა.

ვალუტის კურსი

ფინანსები 1715864526

დოლარის ფასი ისევ შეიცვალა - ნახეთ განახლებული კურსი

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7596 ლარი გახდა.ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7596 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7323 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0273 ლარი შეადგინა.რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0002 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9577 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0425 ლარი შეადგინა.

პაპუაშვილი სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

პოლიტიკა 1715861556

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, შალვა პაპუაშვილი სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიამ 17 აპრილიდან მოყოლებული საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 10 შეხვედრა გამართა, 5 ათასამდე ადამიანს შევხვდით. მინდა გითხრათ, რომ ამ ცვლილებებს ყველგან ძალიან დიდი მოწონებით და მხარდაჭერით შეხვდნენ, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარეს, ზაზა ვაშაყმაძეს და სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებთან საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიის სხდომის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე.როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საპარლამენტო უმრავლესობამ ერთი თვის წინ „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონპროექტები დააინიცირა.„კონსტიტუციური კანონის პროექტი თავისი მნიშვნელობით და ზოგადად, ის რაც კონსტიტუციაშია ყოველთვის ეხება ქვეყნის მოწყობის და საზოგადოების თანაცხოვრების პრინციპულ საკითხებს. ამიტომ, ამ პრინციპებში ნებისმიერი ცვლილება, დამატება და სიახლე ყოველთვის საჭიროებს განსაკუთრებულ დაფიქრებას. სწორედ ამიტომ, საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს, რომ თუ პარლამენტი გადაწყვეტს რაიმე შეცვალოს ან დაამატოს კონსტიტუციაში, მიიღოს კონსტიტუციური კანონი, ვალდებულია ამ საკითხის პარლამენტში განხილვის დაწყებამდე შექმნას საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია და ერთი თვის განმავლობაში ჰკითხოს საზოგადოებას“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელიც საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიას ხელმძღვანელობს.მისი თქმით, უახლოეს მომავალში, საკონსტიტუციო ცვლილებების პარალელურად, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობა ჩვეულებრივი კანონების პაკეტს დააინიცირებს და მას მიმდინარე მოწვევის პარლამენტი აუცილებლად მიიღებს, რადგან საპარლამენტო უმრავლესობას ამისთვის საკმარისი კვორუმი აქვს.როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, თუ კონსტიტუციაში ცვლილებას და კონსტიტუციურ კანონპროექტს ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს და ამის გამო ამ პროექტების მიღება ვერ მოხდება, მაშინ არჩევნების შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობა პირველ საკითხად სწორედ ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს მიიღებს.შეხვედრისას, საკონსტიტუციო ცვლილებების მნიშვნელობაზე ასევე ისაუბრეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა: ირაკლი ქადაგიშვილმა, დავით მათიკაშვილმა და თენგიზ შარმანაშვილმა.სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებმა საკონსტიტუციო ცვლილებას მხარდაჭერა გამოუცხადეს და აღნიშნეს, რომ ოჯახურ ღირებულებათა, არასრულწლოვანთა ინტერესების და მომავალი თაობის არაჯანსაღი პროპაგანდისგან დაცვა მნიშვნელოვანია.საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიამ მუშაობა დაასრულა და მოსახლეობასთან შეხვედრის შედეგებს პარლამენტს წარუდგენს.ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა 1715860127

ადრე მოსკოვში დარბოდნენ და ცენტრისგან ითხოვდნენ თავისი კონკურენტების დასჯას, დღეს იმავე ხალხის შთამომავლები ბრიუსელსა და ვაშინგტონში დარბიან, რათა დააბეზღონ კონკურენტები - შალვა პაპუაშვილი

ადრე მოსკოვში დარბოდნენ და ცენტრისგან ითხოვდნენ თავისი კონკურენტების დასჯას, დღეს იმავე ხალხის შთამომავლები ბრიუსელსა და ვაშინგტონში დარბიან, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.პაპუაშვილი გამჭვირვალობის კანონის მიღებასთან დაკავშირებით აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის 14 ქვეყნის პარლამენტების საგარეო ურთიერთობების კომიტეტების თავმჯდომარეების ერთობლივ განცხადებას გამოეხმაურა.„ქართული და ევროპული ღირებულება გვკადრულობს, რომ ყოველთვის ვიყოთ სიმართლის მხარეს და არა განცხადებების, აღქმების, ვეძიოთ ჭეშმარიტება. გადამწყვეტი მნიშვნელობა რომ ჰქონდეს განცხადებებს და არა სიმართლეს, ანტისამთავრობო მიტინგზე ევროპელი მინისტრებისგან ისეთი განცხადებები მოვისმინეთ, რომ მაშინ ამას უნდა ავყვეთ. ჩვენ ხომ ჭეშმარიტება, სიმართლე გვაინტერესებს.თუკი ვიღაცას აქვს შიში, რომ რეგულირების შემთხვევაში, საზოგადოებისთვის აშკარა გახდება, რომ ფული იხარჯება არაკეთილსინდისიერ საკითხებში, ამ შიშის საფუძველზე არ უნდა მოხდეს ქართველ ხალხზე თავდასხმა, სანქცირების მუქარა, რაც ზოგიერთი პოლიტიკოსისგან გვესმის. რაც შეეხება შანტაჟს, მუქარას, რომელსაც ცდილობს ზოგიერთი პოლიტიკოსი ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს არა სანქციების იმედით თუ შიშით, არამედ ქართველი ხალხის მანდატით. ეს არის ჩვენი განმაპირობებელი, თორემ სანქციებით ხან რუსეთი გვემუქრება და ხან ვინ.საქართველოს სანქციები დაწესებული ჰქონდა რუსეთისგან და სხვათა შორის, დასავლეთის მხრიდანაც, 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოზე ვრცელდებოდა არაფორმალური სანქცია იარაღის მიყიდვასთან დაკავშირებით. არავინ გვაძლევდა ომგამოვლილ ქვეყანას იარაღს, 2013 წლამდე ვიყავით ფაქტობრივი სანქციის ქვეშ დასავლეთის მხრიდან. წელს რას ვხედავთ, თურმე არსებობენ ქართველები, რომლებიც ისტორიულად ვიცით, რომ ადრე სხვა დედაქალებში დარბოდნენ, სპარსეთში თუ სხვა იმპერიებში, რომელსაც გავლენა ჰქონდა. დარბოდნენ და აბეზღებდნენ კონკურენტებს, ითხოვდნენ, წამოდი, ლაშქარი წამოასხი და დასაჯე ჩემი კონკურენტი, შემდეგ იმავე ხალხის შთამომავლები დარბოდნენ მოსკოვში და იქ ითხოვდნენ ცენტრისგან, რომ დაესაჯათ თავისი კონკურენტი, რათა გზა გათავისუფლდებოდა თანამდებობისკენ. დღეს იმავე ხალხის შთამომავლები დარბიან ბრიუსელსა და ვაშინგტონში, რათა დააბეზღონ კონკურენტები, სთხოვონ, მოდი, დასაჯე, რომ მე გზა გამეხსნას ხელისუფლებისკენ. ასეთ ქართველებთან გვაქვს საქმე.ჩვენ გვყოლია ასეთი „ენჯეოები“, პოლიტიკოსები, რომლებიც უცხო ქვეყანაში დადიან და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ჩარევას ითხოვენ, იქნება ეს სანქცია თუ შემდეგ, შეიძლება, ჯარიც მოითხოვონ, რათა რამენაირად ჩარიონ სხვები. თუკი რამე არის ღალატი, თითოეული ეს ადამიანი სჩადის ღალატს, ასეთმა ხალხმა მოიყვანა გუშინ უცხო ქვეყნის მინისტრები, დააყენა სცენაზე და დაუორგანიზა. ტაშს უკრავდნენ და აზიარებენ, რა კარგია, უცხო ქვეყნის მინისტრი ჩამოდის და ხალხის არჩეული ხელისუფლების საწინააღმდეგო მიტინგში იღებს მონაწილეობასო. თუ რამე არის ქვეყნის ღალატი, ეს არის ღალატის მთელი ანატომია, რომელსაც ჩვენ ვხედავთ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

თბილისის მერიის პროგრამის ფარგლებში, წელს შშმ პირებისთვის გადაცემული საკურორტო ვაუჩერების რაოდენობამ 3 000-ს გადააჭარბა

პოლიტიკა 1715847438

თბილისის მერიის პროგრამის ფარგლებში, წელს შშმ პირებისთვის გადაცემული საკურორტო ვაუჩერების რაოდენობამ 3 000-ს გადააჭარბა

თბილისის მერიის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მოზარდთა საკურორტო მომსახურების“ პროგრამის ფარგლებში, შშმ პირებისთვის საქართველოს კურორტებზე სასტუმროს ხარჯი ვაუჩერის გზით ფინანსდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა  კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, საკურორტო ვაუჩერის მფლობელებს მისი გამოყენება პირველი მაისიდან 15 სექტემბრის ჩათვლით, მათთვის სასურველ დროს შეეძლებათ.„ამ პროგრამას დიდი ხანია ვახორციელებთ და ბევრი ადამიანია ჩართული. ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური წლიდან წლამდე ზრდიდა ვაუჩერის ღირებულებას და დღეისთვის ერთ საკურორტო ვაუჩერს 800 ლარით აფინანსებს. აღსანიშნავია, რომ ასევე, იხვეწებოდა პროგრამის დიზაინი და დღეისთვის ვაუჩერით მოსარგებლე (კანონიერი წარმომადგენელი) თავად ირჩევს დასასვენებელ ადგილს და სასტუმროს. ადრე მუნიციპალიტეტი იღებდა გადაწყვეტილებას, თუ რომელი სასტუმრო უნდა ყოფილიყო, დღეს კი ვაუჩერის მეპატრონე თავად ირჩევს, თუ რომელ სასტუმროში გათავსდეს. საკურორტო ვაუჩერის გამოყენება პირველი მაისიდან 15 სექტემბრის ჩათვლით არის შესაძლებელი და მის მფლობელს, სასურველი დროის შერჩევა თავისუფლად შეუძლია“, - განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმით, წელს შშმ პირებისთვის გადაცემული საკურორტო ვაუჩერების რაოდენობამ  3 000-ს გადააჭარბა.„თბილისის მერია ყოველ წელს ზრდის გაცემული ვაუჩერების რაოდენობას და თუ გასულ წელს 2 500 ვაუჩერი გაიცა, მიმდინარე წელს, მათმა რაოდენობამ 3 000-ს გადააჭარბა. ჩვენ ყოველთვის გვერდით დავუდგებით ყველა იმ ოჯახს, ადამიანს, ვისაც ჯერ კიდევ სჭირდება ჩვენი თანადგომა და ეს თანადგომა გაგრძელდება ყოველთვის“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ნკ

პოლიტიკა 1715833509

გაბრიელიუს ლანდსბერგისი: „ვარდების რევოლუციისას“ ბალტიისპირეთის ქვეყნები თქვენ გვერდით იდგნენ, ხუთი თვის შემდეგ შევედით ნატო-ში, ევროკავშირში, ბევრ ჩვენგანს სჯერა, რომ საქართველოს შეუძლია ამ გზაზე სწრაფად წინ წაწევა

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოვიდა.„ვარდების რევოლუციის“ პერიოდში ბალტიისპირეთის ქვეყნები თქვენ გვერდით იდგნენ. ხუთი თვის შემდეგ ჩვენ შევედით ნატო-ში და შემდეგ – ევროკავშირში, და ბევრ ჩვენგანს სჯერა, რომ საქართველოს შეუძლია ამ გზაზე სწრაფად წინ წაწევა. ამის შემდეგ უკრაინელები დადგნენ ფეხზე ნარინჯისფერი რევოლუციის დროს და იყო შეგრძნება, რომ ახალი მომენტი დადგა დატყვევებული ერებისთვის, რომ ჩვენ თავად განვსაზღვრავთ ჩვენს თავს, ჩვენს თავისუფლებას, ერთხელ და სამუდამოდ“, - განაცხადა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.რამდენად არის ევროპული ღირებულება ანტისამთავრობო აქციაში მონაწილეობა - ეს კითხვა დაუსვა „ქრონიკამ“ რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე მისულ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრს. გაირკვა, რომ გაბრიელიუს ლანდსბერგისი არ ფიქრობს, რომ პროტესტი მთავრობის წინააღმდეგაა.

ვალუტის კურსი

ფინანსები 1715807558

ვალუტის კურსი შეიცვალა - რა ეღირება დოლარი და ევრო დღეს

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7323 ლარი გახდა. კურსი, რომელიც მოქმედებდა, 2.6866 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0457 ლარი შეადგინა.რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9577 ლარია. მაშინ, როცა მოქმედი კურსი 2.9005 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0572 ლარი შეადგინა.

გიორგი გაბუნია

პოლიტიკა 1715803969

გიორგი გაბუნია მიხაელ როთის განცხადებაზე: ეს არის ძალიან შემაშფოთებელი გზავნილი, არადიპლომატიური, არაკორექტული და არამეგობრული განცხადება

გუშინ მოვისმინეთ მიხაელ როთის გამაოგნებელი განცხადება, რომელმაც თქვა, რომ ვერ ხედავს საქართველოს ევროპულ მომავალს ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ერთად. ბუნებრივია, ეს არის ძალიან შემაშფოთებელი გზავნილი, არადიპლომატიური, არაკორექტული და არამეგობრული განცხადება, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“, „საზოგადოება ქართულის“ დამფუძნებელმა გიორგი გაბუნიამ განაცხადა.„ეს არ ჯდება არანაირ ჩარჩოებში და გასაგებია ჩვენი რეაქციაც. საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი ისე, რომ უარს არ ვიტყვით ჩვენს ღირებულებებზე, ეროვნულ ფასეულობებზე და სარწმუნოებაზე.საერთოდ, ვრწმუნდები, რომ ადგილი აქვს გარკვეულ ღირებულებათა ომს, იდეოლოგიურ ომს, რომლის უმთავრესი მიზანიც გახლავთ, დაარტყან ეკლესიას, შეტევა მიიტანონ სარწმუნოებაზე, რომელიც ყველაზე ძვირფასი და ღირებულია ქართველი კაცისთვის.ამის ნათელი მაგალითი იყო ის, რომ აპრილში შეცვალეს ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდა აქტივისტებმა ილიასეული ტრიადა „ენა, მამული, სარწმუნოება“ „ენა, მამული, ერთობით“. შემდეგ ამას მოჰყვა საზოგადოების მძაფრი რეაქცია - ნახეს, რომ ამან არ იმუშავა და სადღაც ქვემოთ ბოლოში მიაწერეს სარწმუნოება“, - აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.

ვალუტის კურსი

ფინანსები 1715778849

დოლარის ფასი გაიზარდა - ნახეთ, ვალუტის ახალი კურსი

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7323 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6866 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0457 ლარი შეადგინა.რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9577 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9005 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0572 ლარი შეადგინა.

სალომე ზურაბიშვილი

პოლიტიკა 1715757701

მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს ავუხსენი, რომ ჩემი ვეტოს დადებით არავითარ შემთხვევაში არ შევიდოდი რაღაცა ყალბ, ხელოვნურ, მატყუარა მოლაპარაკებებში, არა და არასოდეს - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან პრესკონფერენციაზე "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის" კანონის შესახებ ისაუბრა.მისი თქმით, "ქართულმა ოცნებამ", კანონის მიღებით, საქართველოს ევროკავშირის გზიდან გადაყვანა სცადა, რასაც საზოგადოებამ უწყვეტი პროტესტით უპასუხა.სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ქართული საზოგადოება რუსულ წნეხს არასდროს დაუბრუნდება."დღეს ჩვენ ვისაუბრეთ იმის შესახებ, რა მძიმე არის ის წერტილი, რომელიც დაისვა გუშინდელი გადაწყვეტილებით 84 ადამიანის მიერ კენჭისყრით. მძიმე წერტილი იმ ხელისუფლების განაცხადისთვის, რომელსაც ჰქონდა, როგორც განაცხადი, რომ ევროპულ გზაზე მივდიოდით.ეს არის წერტილი, რომელიც აჩვენებს, რომ ხელისუფლებამ არ მოისმინა არც თავისი ხალხის ხმა, არც თავისი მეგობრების რჩევები, არც არავის გაფრთხილება და თავის გზას შეუდგა.ეს არის გზა, მცდელობა ყოველ შემთხვევაში, რომ საქართველო, რომელიც იდგა მყარად შუა გზაზე კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ და გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის მოლოდინში, რომ ამ შუა გზიდან - ამ ძალიან სერიოზული გზიდან გადაყვანილი ყოფილიყო და დაბრუნებული ყოფილი წარსულში.ეს არის მცდელობა, რომელსაც ხალხმა - საქართველოს საზოგადოება უპასუხა, 30 დღის განმავლობაში, ყოველდღიური გამოსვლებით და თავისი პოზიციის დაფიქსირებით.ეს იმას ამტკიცებს, რომ ის ციფრები, რომელზეც ყველაზე ვსაუბრობდით, რომ ჩვენი საზოგადოების 85% მხარს უჭერს ევროპულ მომავალს, არ იყო მხოლოდ ციფრები და ეს არის ის რეალობა, რასაც ჩვენ ვუყურებთ ყოველდღიურად ჩვენს ქუჩებში და რითაც შეგვიძლია ყველამ ვიამაყოთ.ეს არის იმის მტკიცებულება ასევე, რომ ეს საზოგადოება ნამდვილად დგას იმ ღირებულებებზე, რომელიც არის ევროპული ღირებულებები - დემოკრატიულობა, თავისუფლება და ის ღირებულება, რომელიც არის ევროპული ღირებულება და ყოველთვის იყო ის, რისთვისაც საქართველო იბრძოდა - ანუ დამოუკიდებლობა. ეს საზოგადოება ამ ღირებულებებითა და ამ შემართებით არასდროს დაუბრუნდება რუსულ წნეხს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.ზურაბიშვილის თქმით, არ უღალატებს იმ სულისკვეთებას, რომელიც ქვეყანაში არსებობს."მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს ავუხსენი, რომ ჩემი ვეტოს დადებით არავითარ შემთხვევაში არ შევიდოდი რაღაცა ყალბ, ხელოვნურ, მატყუარა მოლაპარაკებებში, არა და არასოდეს. მე არ ვუღალატებ იმ სულისკვეთებას, რომელიც არის ამ ქვეყანაში და რომელსაც სჭირდება, რომ გზა გაეხსნას. მე ვიქნები ამ გზის გამხსნელი და არა ამ გზიდან გადასვლის ერთ-ერთი ფორმა.ამ გზავნილს მიიტანენ ჩვენი მეგობრები ყველგან, სადაც საჭიროა, რომ არავინ იფიქროს, რომ შეიძლება გამოიყენო საქართველოს პრეზიდენტი იმისთვის, რომ ამ ხელისუფლებას რაღაც სახე გადაურჩინო. დღეს ეს საკითხი არ დგას, დგას საქართველოს გადარჩენის საკითხი" - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ვალუტა

ფინანსები 1715719074

ვალუტის კურსი - რა ღირს დოლარი და ევრო

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6866 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6804 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0062 ლარი შეადგინა.რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9005 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8892 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0113 ლარი შეადგინა.

წარმატება

რჩევები 1715709877

3 მიზეზი, რატომ არ უნდა დანებდეთ არასოდეს

ჩვენ გვასწავლიან, რომ ბრძოლა მაშინ გვიწევს, როდესაც რაღაც არასწორი ხდება. მაგრამ გიფიქრიათ, რომ ეს ბრძოლა, შესაძლოა მოსალოდნელი წარმატების ნიშანი იყოს? ნუ შეგეშინდებათ ბრძოლის და ნუ შეეცდებით, ნებისმიერ ფასად აირიდოთ თავიდან.ბრძოლის დაწყება იმის ნიშანია, რომ თქვენ ცდილობთ მიზნისკენ მიმავალ გზას დაადგეთ და უკვე დაიწყეთ მოქმედება. ეს უფრო რთულია, ვიდრე უმოქმედოდ ყოფნა და არაფრის გაკეთება, მაგრამ თავის თავში გულისხმობს, რომ თქვენ წინ მიდიხართ დასახაული მიზნების მისაღწევად. თუ არაფერია დასაძლევი, ალბათ იმიტომ, რომ არც არაფერი ხდება. თუ წინ არაფერი გელოდებათ, მაშინ გზად არც იქნება ბრძოლა იქნება და შედეგად, არც პროგრესი. ძალა ბრძოლაში იბადება. როდესაც ისწავლით შინაგანი ბრძოლების, როგორც შესაძლებლობების დანახვას, მაშინ გახდებით უფრო ძლიერი, უკეთესი და უფრო ბრძენი. ხოლო თქვნი აზროვნება - „მე არ შემიძლია ამის გაკეთება“ –დან „მე უნდა გავაკეთო ეს“-მდე შეიცვლება.მეორე დადებითი რამ ბრძოლაში არის ის, რომ ის ბევრ რამეს გასწავლით. როდესაც შეცდომებს ვუშვებთ და შედეგების მოგვარებას ვცდილობთ, ასე დიდ ცხოვრებისეულ ცოდნას ვიღებთ. ადამიანი, რომელიც ძირს დაეცემა და დგება, უფრო უკეთესად გაუმკლავდება ნებისმიერ პრობლემას, ვიდრე ის, ვისაც სირბილი არასოდეს უცდია. დაბრკოლებები გვაიძულებს გონივრულად განვითარდეთ და უკეთესად გავუმკლავდეთ სხვადასხვა სიტუაციებს.ადვილი საქმე ნაკლებად დასაფასებელია. შეიძლება მისი შესრულება მარტივად და სწრაფად მოახერხოთ, მაგრამ ნაკლები ემოციური ღირებულება ექნება. თუ საერთოდ უმიზეზოდ გადმოგეცემათ პრიზი, შეიძლება მშვენივრად იგრძნოთ თავი. მაგრამ ნამდვილად დააფასებთ მას? ბრძოლა გვეხმარება იმის დაფასებაში, რასაც ვიღებთ. ბრძოლა საუკეთესო მასწავლებელია. ის ასევე გვაჩვენებს თუ რა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი მიზნები - მხოლოდ მაშინ დავინახავთ რეალურ სურვილებს, როდესაც მისკენ მიმავალ გზაზე დაბრკოლებებს წავაწყდებით.ბრძოლა ჩვენი მეგობარია და არა ჩვენი მტერი. ის ყველაზე მკაფიოდ გვაჩვენებს პროგრესს, რომელსაც ვაღწევთ. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვიზრდებით და ვცდილობთ გავაფართოვოთ ჩვენი ცნობიერების საზღვრები. თუ ბრძოლა გვიწევს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გამარჯვებაც ნამდვილად შეგვიძლია.თუ ახლა ბრძოლისთვის ემზადებით, ნუ შეგეშინდებათ. ამის ნაცვლად, ჰკითხეთ საკუთარ თავს - სწორ გზაზე ხართ თუ საერთოდ არ ღირს ეს ბრძოლა? არის კი ეს თქვენი შემდეგი გამოწვევა? ნამდვილად გსურთ შედეგის მიღწევა? თუ თქვენი პასუხია დიახ, მაშინ უკან არ დაიხიოთ. როგორიც არ უნდა იყოს ბრძოლა, გააგრძელეთ წინსვლა. თანაც გახსოვდეთ, რომ შეიძლება მხოლოდ ერთი ნაბიჯია დარჩენილი მწვერვალამდე.