გაშიფრეს, თუ რას ეჩურჩულებოდა მელანია დონალდ ტრამპს რომის პაპის დაკრძალვაზე
1745748244
ახალ ზელანდიაში 2 მილიონ დოლარად გაიყიდა სახლი, რომელსაც აბაზანა-ტუალეტი არ ჰქონდა. ინფორმაციას ამის შესახებ Guardian ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, 1920-იან წლებში აშენებული ბუნგალო ოკლენდში, აუქციონზე გაიყიდა და მისი საწყისი ფასი $1,75 მილიონი იყო.
Barfoot and Thompson-ის სააუქციონო სახლის წარმომადგენელმა, რომელმაც სახლი გაყიდა, აღნიშნა, რომ ასეთი ტიპის უძრავი ქონება ქვეყანაში ძალიან პოპულარულია.
„ადრე სახლების ტრადიციული მყიდველები ისეთ უძრავ ქონებას იძენდნენ, რომელშიც სწრაფად შეეძლოთ შესახლება, ახლა კი ეს ხალხი ისეთ სახლებს ანიჭებს უპირატესობა, რომელსაც თავისი გემოვნებით გადააკეთებს. ასეთი მყიდველების რიცხვი გაიზარდა“, - აღნიშნა მან.