ჰუანგი

რჩევები 1788630907

რატომ ნანობს მილიარდერი მშობლებისთვის ნაჩუქარ ავტომობილს - ყველაზე ძვირად ღირებული შეცდომის ისტორია

როდესაც ადამიანი ბიზნესში ან კარიერაში წარმატებას აღწევს, ერთ-ერთ ყველაზე სასიამოვნო შესაძლებლობად მშობლებისადმი მადლიერების გადახდა და მათთვის რაღაც მართლაც ძვირფასის ჩუქება ხდება. არადა, პროფესიული გამარჯვებების უკან ხშირად ყველაზე ახლობელი ადამიანების მხრიდან წლების განმავლობაში გაწეული მხარდაჭერა, ზრუნვა და რწმენა დგას. თუმცა, ხანდახან ასეთი საჩუქრებიც კი დროთა განმავლობაში იმედგაცრუების მიზეზი ხდება.როგორც გამოცემა Tom’s Hardware წერს, ახლახან Nvidia-ს გენერალურმა დირექტორმა, ჯენსენ ჰუანგმა აღიარა, რომ მისი ერთ-ერთი უდიდესი ფინანსური შეცდომა 1999 წელს მოხდა, როდესაც მისი კომპანია აქციების ღია ბაზარზე პირველად გამოვიდა. მაშინ მეწარმემ აქციების პორტფელის ნაწილი გაყიდა, რათა მშობლებისთვის ძვირად ღირებული Mercedes-Benz S-Class-ი ეყიდა.ჰუანგმა გაიხსენა, რომ იმ მომენტისთვის მისი კომპანია Nvidia 300 მილიონ დოლარად ფასდებოდა. აშკარაა, რომ მაშინ ეს მას წარმოუდგენელ წარმატებად ეჩვენებოდა. „მინდოდა მშობლებისთვის რაღაც კარგი მეყიდა, ამიტომ გავყიდე Nvidia-ს აქციები და მათ Mercedes S-Class-ი ვუყიდე. ეს მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული მანქანაა.“, - განაცხადა ჰუანგმა.ბიზნესმენის სიტყვები შესაძლოა გაუგებარი აღმოჩნდეს საფონდო ბაზრისგან შორს მდგომი ადამიანებისთვის, თუმცა მათ, ვინც „თემაშია“, ძალიან კარგად ესმით, რაზეა საუბარი.როგორც გამოცემა აღნიშნავს, 1999 წელს Mercedes S-Class-ის ყველაზე ძვირად ღირებული ვერსიები დაახლოებით 135 ათასი დოლარი ღირდა. თუ გამოვალთ იქიდან, რომ ჰუანგმა ეს შენაძენი სრულად დააფინანსა აქციების ხარჯზე, მას, აშკარაა, 11 250 ცალი აქციის გაყიდვა მოუხდა, თითო 12 დოლარად. სწორედ ამაში იმალება მიზეზი, რის გამოც თავად ჰუანგიც და მისი მშობლებიც ნანობენ მანქანის ყიდვას.საქმე იმაშია, რომ 1999 წლის შემდეგ Nvidia-მ რამდენიმე ე.წ. „სპლიტი“ განახორციელა (როდესაც ერთი აქცია ფაქტობრივად რამდენიმე ახალ აქციად იყოფა), ხოლო თავად აქციები ფასში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამიტომ, ჰუანგის თავდაპირველი 11 ათასი აქცია, რომლებიც მეოთხედი საუკუნის წინ დაახლოებით 135 ათას დოლარად გაიყიდა, დღესდღეობით დაახლოებით 5,4 მილიონ აქციად გადაიქცეოდა, თითო 230 დოლარის ღირებულებით, რაც ჯამში 1,2 მილიარდ დოლარზე მეტია.ამგვარად, მშობლებისთვის ნაყიდი 1999 წლის „მერსედესი“ ჰუანგს ხელიდან გაშვებული მოგების სახით მილიარდ დოლარზე მეტი დაუჯდა. მართალია, „მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ავტომობილის“ ყიდვაც კი შედარებით მცირე დანაკარგია Nvidia-ს გენერალური დირექტორისთვის. რადგან დღეს ჯენსენ ჰუანგის პირადი ქონება დაახლოებით 200 მილიარდ დოლარად ფასდება, რის წყალობითაც ის პლანეტის ყველაზე მდიდარ ადამიანთა ათეულში შედის.საინტერესოა, რომ თვითონ ავტომობილი ჰუანგის მშობლებს დღემდე არ გაუყიდიათ.

ცნობილი ფილმის რეალური ისტორია

ისტორიები 1787934019

როგორ გახდა მილიონერი უსახლკარო კაცი - ცნობილი ფილმის რეალური ისტორია

კრის გარდნერის ისტორია გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე შთამაგონებელი ამბავი ბრძოლისა და გარდასახვის შესახებ. მისი გზა უსახლკარობიდან მილიონერობამდე ნამდვილად წარმოუდგენელი გამძლეობისა და შინაგანი ძალის თვალნათელი დასტურია.კრის გარდნერი დაიბადა 1954 წელს მილუოკში, ვისკონსინის შტატში. ბიჭს საკმაოდ მძიმე ბავშვობა ჰქონდა — სიღარიბეში იზრდებოდა და მამინაცვალი სისტემატურად ძალადობდა მასზე. მას შემდეგ, რაც სხვადასხვა თავშესაფარი და სახლი გამოიცვალა, საბოლოოდ, საზღვაო ძალებს შეუერთდა, თუმცა ახალი ცხოვრებაც გამოწვევებით იყო სავსე. 1980-იანი წლების დასაწყისში გარდნერი ქუჩაში დარჩა თავის მცირეწლოვან შვილთან, კრისტოფერ უმცროსთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ ჰქონდა კოლეჯის განათლება და გარკვეული გამოცდილებაც სამედიცინო აღჭურვილობის გაყიდვაში, გარდნერს სტაბილური სამუშაოსთვის უშედეგო ბრძოლა უწევდა. ის ღამეებს ატარებდა თავშესაფრებსა და მეტროს სადგურებში; ცდილობდა, შეესრულებინა მამის როლი და შვილის მომავლისთვის ებრძოლა.ყველაფერი შეიცვალა, როდესაც გარდნერი საფონდო საბროკერო ფირმა Dean Witter Reynolds-ში სტაჟირების შესახებ ინფორმაციას წააწყდა. მართალია, გარდნერს არ ჰქონდა გამოცდილება ფინანსებში, მაგრამ ის მზად იყო, გაეკეთებინა ყველაფერი, რაც საჭირო იყო საკუთარი თავის წარმოსაჩენად. ახალგაზრდა მამაკაცის თავდადებამ შედეგი გამოიღო.უსახლკაროთა თავშესაფარში ცხოვრების მიუხედავად, გარდნერის შრომისმოყვარეობამ და ფინანსებისადმი გატაცებამ განაპირობა ის, რომ მან ფირმაში სრულგანაკვეთიანი სამუშაო მიიღო. თუმცა, ადვილი არც ამ გზაზე სიარული გამოდგა. ის მუდმივად იდგა გამოწვევების წინაშე, მათ შორის, შვილზე ზრუნვასთან დაკავშირებული საკითხებისა და თავისუფალ დროს სალიცენზიო გამოცდებისთვის მომზადების სახით.საბოლოოდ, გარდნერმა ფინანსურ სამყაროში საკუთარი ნიშა შექმნა. წლების განმავლობაში დაუღალავი მუშაობის შემდეგ, 1987 წელს მან დააარსა საკუთარი საბროკერო ფირმა Gardner Rich & Co. მისი კომპანია ზრდას განაგრძობდა და 2006 წელს გაიყიდა კიდეც 70 მილიონ დოლარად.დღეს კრის გარდნერი არა მხოლოდ მილიონერი ბიზნესმენია, არამედ ფილანტროპი, წიგნების ავტორი და მოტივაციური სპიკერიც. მისი მემუარები — „ბედნიერების კვლადაკვალ“ — უილ სმიტის მონაწილეობით, წარმატებულ ფილმადაც იქცა.კრის გარდნერის მიერ განვლილი გზა ყველას გვახსენებს, რომ რაც არ უნდა რთული იყოს გარემოებები, ჩვენ შეგვიძლია,დავძლიოთ ისინი. ეს არის ისტორია იმედზე, რომელიც გვაჩვენებს, რომ შრომისმოყვარეობითა და შეუპოვრობით, ყველაზე მძიმე სიტუაციიდანაც არსებობს გამოსავალი.

სასამართლო

მსოფლიო 1787770020

რუსეთში, ექიმები ბავშვების ჩინეთში გაყიდვისთვის გაასამართლეს

ვლადივოსტოკის სასამართლომ კერძო კლინიკის ექვსი თანამშრომელი ბავშვებით ვაჭრობაში დამნაშავედ ცნო, იუწყება REN TV.ბრალდებულებს ბრალი წაუყენეს ადამიანების ყიდვა-გაყიდვასა და საზღვრის უკანონო გადაკვეთაში. თითოეულ მსჯავრდადებულს რვა-ნახევრიდან თერთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სქემის ორგანიზატორი ამჟამად დევნილია და მასზე ძებნაა გამოცხადებული.სასამართლო პროცესი ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა, რადგან მასალები 13 ბავშვის მონაცემებს შეიცავდა. გამომძიებლების თქმით, ეს არის იმ ბავშვების რაოდენობა, რომლებიც უცხოელებზე მხოლოდ ქსელის ვლადივოსტოკის ფილიალის მეშვეობით გაიყიდა.თავად კომპანიას ოფისები სხვადასხვა ქალაქში აქვს, მათ შორის მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში. საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციის თანახმად, მოსკოვის ოფისები დღემდე ფუნქციონირებს. პრიმორსკის ფილიალი ერთ-ერთ ყველაზე მოგებიანად ითვლებოდა.მთავარი კლიენტები ჩინეთის მოქალაქეები იყვნენ, სადაც სუროგაცია უკანონოა. ისინი მზად იყვნენ დიდი თანხები გადაეხადათ შვილის გაჩენის შანსისთვის. სამართალდამცავი ორგანოების შეფასებით, უკანონო ოპერაციას ორი წლის განმავლობაში 53 მილიონ რუბლზე მეტი შემოსავალი მოჰქონდა. პროკურატურის მტკიცებით, ექიმებმა კლიენტებად სუროგატი დედები შეარჩიეს. მშობიარობის შემდეგ, ქალებმა ახალშობილებზე უარის თქმის დოკუმენტებს მოაწერეს ხელი, რაც ბიოლოგიური მამებისთვის დოკუმენტების სწრაფად დამუშავების და ბავშვების საზღვარგარეთ გადაყვანის საშუალებას იძლეოდა. სქემა პანდემიის დროს ჩაიშალა, როდესაც საზღვრების დაკეტვის გამო უცხოელებს ბავშვების წაყვანა არ შეეძლოთ.გამოძიება დაახლოებით ხუთი წელი გაგრძელდა. საბოლოოდ, რეპროდუქტოლოგები, გინეკოლოგები და სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელები ბრალდებულები აღმოჩნდნენ.

ბურთი, რომლითაც მარადონამ „ღმერთის ხელი“ გაიტანა, აუქციონზე გაიყიდა

სპორტი 1787561120

ბურთი, რომლითაც მარადონამ „ღმერთის ხელი“ გაიტანა, აუქციონზე გაიყიდა

1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბურთი, რომლითაც დიეგო მარადონამ თავისი ცნობილი გოლი „ღმერთს ხელი“ გაიტანა, Heritage Auctions-ზე 2,5 მილიონ ფუნტ სტერლინგად გაიყიდა.მარადონამ, როგორც ცნობილია, ბურთი ხელით გადააგზავნა მეკარე პიტერ შილტონის კარში, რითაც არგენტინამ მეოთხედფინალში ინგლისი 2-1 დაამარცხა. მატჩის შემდეგ მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გოლი გაიტანა „ცოტათი მარადონას თავით და ცოტათი ღვთის ხელით“. მოგვიანებით, იმავე მატჩში, მარადონამ გაიტანა გოლი, რომელიც ცნობილი გახდა როგორც „საუკუნის გოლი“.ტუნისელმა ალი ბინ ნასერმა, რომელიც 1986 წლის მატჩს მსაჯობდა, Adidas Azteca-ს ბურთი მატჩის დასრულებისთანავე აიღო და სამ ათწლეულზე მეტხანს ინახავდა.2023 წელს მან ხელი მოაწერა წერილს იმის დასადასტურებლად, რომ ეს იყო ერთადერთი ბურთი, რომელიც მატჩის დროს გამოიყენეს, რაც დამატებითი დამოუკიდებელი ექსპერტიზითაც დადასტურდა.ბინ ნასერმა ბურთი 2022 წელს 2,37 მილიონ დოლარად გაყიდა. მისმა ახალმა მფლობელმა ის ხელმეორედ აუქციონზე 2023 წელს გაიტანა, თუმცა მაშინ ბურთი ვერ გაიყიდა, რადგან შეთავაზებულმა ფასმა დადგენილ მინიმალურ ზღვარს ვერ მიაღწია.

კანიე

მსოფლიო 1787164667

სანქტ-პეტერბურგის ყველაზე ძვირად ღირებული სასტუმრო კანიე უესტის ჩამოსვლის გამო დაიხურა

სანქტ-პეტერბურგში მდებარე Four Seasons-ის სასტუმრო კანიე უესტის ჩამოსვლის დროს სრულად დაიხურა. 8-დან 12 ოქტომბრამდე არც ერთი ნომერი არ არის ხელმისაწვდომი დასაჯავშნად - ეკონომ კლასის ან ლუქსების ჩათვლით, რომელთა ღირებულება ღამეში 600,000 რუბლს (დაახლოებით 18 600 ლარი) შეადგენს, SHOT-მა აღმოაჩინა.სასტუმროს მენეჯმენტმა დაადასტურა, რომ ამ თარიღებისთვის ყველა ნომერი დაკეტილია, თუმცა 7 ოქტომბრამდე და 13 ოქტომბრის შემდეგ ნომრები კვლავ არის ხელმისაწვდომი. ვესტი სანქტ-პეტერბურგში 8 ნოემბერს ჩავა, კონცერტები კი 10 და 11 ოქტომბერს არის დაგეგმილი. შესაძლებელია, რომ რეპერმა მთელი სასტუმრო დახუროს.ყველაზე ძვირად ღირებული ნომრები, საიდანაც წმინდა ისააკის ტაძრისა და ადმირალიტეტის ხედი იშლება, სასადილო ოთახითა და მარმარილოს აბაზანით, 613,000 რუბლამდე ღირს. კონცერტის ბილეთებიც რამდენიმე საათში გაიყიდა. ახლა გადამყიდველები მათ 4-5-ჯერ მეტ ფასად ყიდიან.

მზე დაბნელდა

მსოფლიო 1786603785

ევროპაში XXI საუკუნეში პირველად, მზე სრულად დაბნელდა

12 აგვისტოს საღამოს დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მზის სრული დაბნელება მოხდა. მთვარის მიერ სრულად დაფარული მზის ხილვა შესაძლებელი იყო გრენლანდიაში, ისლანდიაში, პორტუგალიასა და ესპანეთში, ხოლო დასავლეთ ევროპის უდიდეს ქალაქებში მთვარემ მზის დისკი 85-95%-ით დაფარა.კონტინენტური ევროპისთვის მზის სრული დაბნელება 1999 წლის შემდეგ პირველი აღმოჩნდა, რის გამოც მოვლენამ უდიდესი აჟიოტაჟი გამოიწვია - რეგიონის უმსხვილეს ქალაქების მაღაზიებში სპეციალური სათვალეები და ბინოკლები მოვლენამდე მრავალი დღით ადრე სრულიად გაიყიდა.მომდევნო დაბნელება უკვე ერთ წელიწადში - 2027 წლის 2 აგვისტოს მოხდება. მისი სრული ფაზის ხილვა უშუალოდ ესპანეთის უკიდურეს სამხრეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში იქნება შესაძლებელი.

პელეს მაისური

სპორტი 1784314447

პელეს მაისური აუქციონზე 4,3 მილიონ ევროდ გაიყიდა

პელეს მაისური ნიუ-იორკში, Sotheby's აუქციონზე 4,3 მილიონ ევროდ გაიყიდა. ბრაზილიის ნაკრების სწორედ ამ ლურჯი, მე-10 ნომრიანი მაისურით მოუტანა 17 წლის პელემ, 1958 წლის სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატზე, თავის სამშობლოს ისტორიაში პირველი გამარჯვება მსოფლიო პირველობაზე.ეს აუქციონებზე გაყიდული სიძვირით მეორე სპორტული მაისურია. პირველ ადგილს არგენტინის ნაკრების მაისური იკავებს, რომელიც დიეგო მარადონას 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ეცვა, როდესაც ინგლისელებს გოლი „ღმერთის ხელით“ გაუტანა.ლონდონში, Sotheby's-ის აუქციონზე, 2022 წლის მაისში მასში 8,1 მილიონ ევროზე ოდნავ მეტი გადაიხადეს.

Sotheby’s აუქციონზე ტირანოზავრის ჩონჩხი გაიყიდება

ტაბლოიდი 1784122320

Sotheby's-ის აუქციონზე ტირანოზავრის ჩონჩხი რეკორდულ ფასად გაიყიდა

ტირანოზავრ „გასის“ ჩონჩხი Sotheby's-ის აუქციონზე რეკორდულ ფასად - 50,1 მილიონ დოლარად გაიყიდა და აუქციონების ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ასეთი ლოტი გახდა.ნამარხის სიგრძე დაახლოებით 12 მეტრს შეადგენს. ის დღემდე აღმოჩენილ ტირანოზავრ რექსებს შორის ყველაზე დიდი და სრული ჩონჩხია. გასს შენარჩუნებული აქვს თავის ქალა და ძვლების დაახლოებით 82%, მათ შორის 6 კბილი.მეტსახელი „გასი“ მას იმ რანჩოს მფლობელის (გას ლიკის ​) პატივსაცემად დაარქვეს, სადაც ჩონჩხი იპოვეს. გათხრები 2021-დან 2023 წლამდე სამხრეთ დაკოტაში მიმდინარეობდა.

ირაკლი რუხაძე

პოლიტიკა 1784013725

ირაკლი რუხაძე: ლონდონში მოგვივიდა ჩანაწერები, ბერეზოვსკი როგორ მოვიდა ბადრის საფლავზე თბილისში, გივი თარგამაძესთან ერთად

"ლონდონში მოგვივიდა ჩანაწერები, ბერეზოვსკი როგორ მოვიდა ბადრის საფლავზე თბილისში, გივი თარგამაძესთან ერთად, რაც ნიშნავს, რომ ბერეზოვსკი რაღაცებზე მოელაპარაკა [სააკაშვილს] და მერე როგორც გავიგეთ, აქ იყო საუბარი ტელევიზიების გახსნაზე, რუსეთს უნდა ემაუწყებლა და მაუწყებლობდა, რასაც მოჰყვა ბევრი ცნობილი რუსი ჟურნალისტის აქ გაჩენა და ა.შ." - ამის შესახებ ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ, პოდკასტში "საქართველოს დაბადება" ისაუბრა.რუხაძემ გაიხსენა ვარდების რევოლუციის დროს განვითარებული მოვლენები, რაც შეეხებოდა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ყიდვას, კერძოდ, მისი თქმით, ეროსი კიწმარიშვილთან გარიგება მას შემდეგ აღარ მოხდა, რაც ქვეყნის სათავეში მიხეილ სააკაშვილი მოვიდა.ირაკლი რუხაძის თქმით, ბადრი პატარკაციშვილმა ნულიდან შექმნა "იმედი", იმიტომ, რომ ვერ იყიდა "რუსთავი 2"."ბადრი პატარკაციშვილი აფინანსებდა სააკაშვილს. ორივე მხარეს აფინანსებდა - მგონი, ბადრისთვის იდეალური ვარიანტი იყო, რომ დარჩენილიყო ვაჟა ლორთქიფანიძე, რომელიც იხილებოდა შევარდნაძის მემკვიდრედ, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, ასევე, აფინანსებდა ამათ, სააკაშვილს. ადამიანი, რომელმაც ეს მომიყვა, თქვა, რომ მიტინგების ბოლოს ჩემს სახელს იძახდა სააკაშვილი, "ესა და ეს კაცი ამოვიდეს მიკროფონთან" - იმიტომ, რომ ფულზე იყო საუბარიო. მე ძალიან მეამაყება, რომ "მაესტროს" ვაფინანსებდი. მე სააკაშვილს სულ ვებრძოდი, მაგრამ, პირადი ინტერესების და ბადრის ოჯახის ინტერესების გამო. სადაც მაქვს წვლილი არის ის, რომ ვაფინანსებდი "მაესტროს" და მგონია, რომ მან დიდი როლი შეასრულა როცა ციხის კადრების ჩვენება იყო.ჩემზე ბევრად უფრო დიდი წვლილი აქვთ "უცნობს", "გრეჩიხას" [ლევან გაჩეჩილაძე] და ბევრ სხვა ხალხს და რაღაც დონემდე ეროსი კიწმარიშვილსაც. ეროსის მე ძალიან ახლოს ვიცნობდი, ბადრი ყიდულობდა "რუსთავი 2"-ს ეროსისგან, გადახდილი იყო საკმაოდ დიდი თანხა, როგორც "ბე", რომელიც დაიკარგა, იმიტომ, რომ "გამარჯვებული ხალხის ტელევიზია" აღარ გაიყიდა, რადგან ამასობაში მოხდა ვარდების რევოლუცია. ეროსი, როგორც ტელევიზიის მფლობელი, რომელიც წარმოუდგენლად ძლიერი ფიგურა იყო იმ მოკლე დროის განმავლობაში საქართველოში და ერთ-ერთი პირველი, სადაც ბადრიმ დაინახა, რომ მე რაღაცის გაკეთება შემეძლო, იყო ის, რომ ეროსი მოვატრიალე, დავსვი ბადრისთან მოლაპარაკებაზე, ის ფული არ დაბრუნდა, მაგრამ ბადრიმ თქვა, რომ არ მჭირდება, არ დამიბრუნო. უკვე სააკაშვილი იყო ძალაუფლებაში, ეროსის აღარ უნდოდა გაყიდვა. შეიძლება ეროსის უთხრეს, შენ ხომ არ აფრენ, რა ტელევიზია უნდა მისცე ბადრისო, მე ხომ ეს არ ვიცი. ეს მოლაპარაკება ჩაიშალა და მერე გაჩნდა "იმედი." ანუ, ბადრიმ "იმედი" დაიწო ნულიდან, იმიტომ, რომ ვერ იყიდა "რუსთავი 2", - განაცხადა რუხაძემ.

ტეილორ სვიფტი

ტაბლოიდი 1783954284

ტეილორ სვიფტის და ტრევის კელსის ქორწილში შეგროვილი ნაგავი 25 დოლარად გაიყიდა

ამერიკელმა მხატვარმა ჯასტინ ჟინიაკმა მოიფიქრა ექსცენტრული პროექტი, რომელიც პოპ-ვარსკვლავ ტეილორ სვიფტისა და სპორტსმენ ტრევის კელსის ახლახან გამართულ ხმაურიან ქორწილს უკავშირდება.UPI-ს ​ცნობით, ჟინიაკი სმოკინგში გამოეწყო, ვარსკვლავური წყვილის ქორწილის ადგილას მივიდა და ქუჩებში ქორწილის შემდეგ დარჩენილი ნაგავი შეაგროვა. შემდეგ მან ნაპოვნი ნივთები გამჭვირვალე პლასტიკურ კუბებში ჩააფასო, რომლებსაც ეწერა JUST&T MARRIED (სიტყვა „ახალდაქორწინებულების“ და წყვილის ინიციალების გაერთიანება) და თავის ვებგვერდზე 25 დოლარად გაყიდვა დაიწყო. სტანდარტულის გარდა, ხელმისაწვდომი იყო ნაგვით სავსე დიდი კუბებიც, რომელთა ფასი 100 დოლარს შეადგენდა.ფანატებმა მთელი ნაგავი მთლიანად შეიძინეს. მხატვარმა მათ მიჰყიდა სიგარეტის ნამწვები, ქაღალდის ჭიქები, პლასტმასის საწრუპები, ქსოვილის ნაჭრები, ოვულაციის ტესტი, პლასტიკური პარკები, კანფეტის ქაღალდები და ერთი ცალი AirPod-ის ყურსასმენი.ტეილორ სვიფტი და ტრევის კელსი 3 ივლისს, ნიუ-იორკში, „მედისონ სკვერ გარდენში“ დაქორწინდნენ.

ტეილორ სვიფტი

ტაბლოიდი 1783697469

იყიდება ნაგავი, რომელიც ტეილორ სვიფტის ქორწილზე შეაგროვეს - ფასი 25 დოლარიდან 100 დოლარამდეა

ნიუ-იორკში მცხოვრებმა მხატვარმა ჯასტინ ჟინიაკმა კიდევ ერთხელ მიიქცია საზოგადოების ყურადღება უჩვეულო პროექტით. ტეილორ სვიფტისა და ტრევის კელსის ქორწილის დღეს მან მედისონ სკვერ გარდენის მიმდებარე ტერიტორიაზე შეგროვებული ნაგავი კოლექციურ ექსპონატებად აქცია.ერთი შეხედვით უსარგებლო ნივთები – ბოთლების თავსახურები, სიგარეტის ნამწვები, ქაღალდები და სხვა ნარჩენები – მხატვარმა სპეციალურ გამჭვირვალე ყუთებში მოათავსა და გასაყიდად გამოიტანა. თითოეული „ექსპონატის“ ფასი 25-დან 100 დოლარამდეა.პროექტმა განსაკუთრებული პოპულარობა მას შემდეგ მოიპოვა, რაც ჟინიაკმა TikTok-ზე ვიდეო გამოაქვეყნა. მისი თქმით, ტერიტორია გაცილებით სუფთა აღმოჩნდა, ვიდრე ელოდა, თუმცა მაინც იპოვა არაერთი საინტერესო ნივთი, მათ შორის დაკარგული AirPod.ყველაზე დიდი აჟიოტაჟი კი ოვულაციის ტესტმა გამოიწვია, რომელიც ერთ-ერთ ყუთში აღმოჩნდა. მხატვარმა ხუმრობით აღნიშნა, რომ ეს „შესაძლოა წყვილისთვის რაიმეს მანიშნებელი იყოს“. სწორედ ეს ექსპონატი ყველაზე სწრაფად გაიყიდა.ჯასტინ ჟინიაკი მსგავს პროექტზე უკვე 25 წელზე მეტია მუშაობს. მისი „New York City Garbage“ (ნიუ-იორკის ნაგავი) 2001 წელს დაიწყო, რათა ეჩვენებინა, რამდენად დიდ გავლენას ახდენს შეფუთვა ადამიანების აღქმაზე. მისი აზრით, თუ ნივთი სწორად არის წარმოდგენილი, ადამიანები ნაგავშიც კი გადაიხდიან ფულს.თავდაპირველად მხატვარი ნაგვით სავსე ყუთებს მხოლოდ 5 დოლარად ყიდდა, თუმცა დროთა განმავლობაში მათი ღირებულება გაიზარდა და დღეს ისინი კოლექციურ ხელოვნების ნიმუშებად მიიჩნევა. დღემდე ჟინიაკს 1 700-ზე მეტი ასეთი ექსპონატი აქვს გაყიდული.ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მხატვარი ისტორიული მოვლენების „კვალს“ ნაგავში ინახავს. მისი კოლექციები მოიცავს ბარაკ ობამას პირველი ინაუგურაციის, ნიუ-იორკში ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაციის დღისა და 2009 წლის მსოფლიო ბეისბოლის სერიის შემდეგ შეგროვებულ ნარჩენებსაც.ჟინიაკის თქმით, თითოეული ასეთი ყუთი „დროის კაფსულაა“, რომელიც კონკრეტული ისტორიული და კულტურული მომენტის უნიკალურ კვალს ინახავს.

Farizon საქართველოში - კომერციული ტრანსპორტი ბიზნესისთვის ფლობის 3-ჯერ შემცირებული ხარჯით

საზოგადოება 1783681261

Farizon საქართველოში - კომერციული ტრანსპორტი ბიზნესისთვის ფლობის 3-ჯერ შემცირებული ხარჯით

„ჯილი ცენტრი თეგეტა“ ბიზნესს კომერციული ტრანსპორტის ახალ გადაწყვეტას - Farizon-ს სთავაზობს. ბრენდი, რომელიც Geely Holding-ის შემადგენლობაში შედის, სრულად ელექტრულ კომერციულ ავტომობილებს აწარმოებს და სხვადასხვა ინდუსტრიისთვის სპეციალიზებულ მოდელებს აერთიანებს.Farizon ქართულ ბაზარზე რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა. „ჯილი ცენტრი თეგეტაში“ განმარტავენ, რომ გადაწყვეტილება სწორედ ბაზრის საჭიროებებიდან გამომდინარე მიიღეს - იმ პირობებში, როდესაც კომერციულ სეგმენტში უმეტესად ბენზინისა და დიზელის ძრავიანი ავტომობილებია წარმოდგენილი, ელექტრომობილები კომპანიებს ფლობისა და ექსპლუატაციის ხარჯების მნიშვნელოვნად შემცირებას სთავაზობს.გიორგი შაქარაშვილი, „ჯილი ცენტრი თეგეტას“ კომერციული დირექტორი: „Farizon სრულად ელექტრულ კომერციულ ავტომობილებს აწარმოებს, რაც ავტომატურად ამცირებს ყველა იმ ხარჯს, რომლებიც შიგაწვის ძრავიან ავტომობილებს ახლავს თან - როგორც საწვავის, ისე ტექნიკური მომსახურებისა და ექსპლუატაციის მიმართულებით. ამასთანავე, Farizon-ის ავტომობილების შესასყიდი ფასი, დიზელისა და ბენზინის მოდელებთან შედარებით, უფრო ხელმისაწვდომია, 3-ჯერ ნაკლებია ფლობის ღირებულების ხარჯიც.  ამას ემატება 5-წლიანი ოფიციალური გარანტია და ავტორიზებული სერვისი. დღეს ბიზნესისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფლობის ჯამური ღირებულებაა და სწორედ ამ მიმართულებით ქმნის Farizon რეალურ ეკონომიას.ჩვენი პორტფელი 6 ძირითად მოდელსა და დაახლოებით 40-მდე მოდიფიკაციას აერთიანებს, რომლებიც ზომით, ტვირთამწეობით, ერთი დამუხტვით გასავლელი მანძილითა და დანიშნულებით განსხვავდება, რაც კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე თავიანთთვის ოპტიმალური გადაწყვეტა შეარჩიონ. ბრენდის განსაკუთრებით მოთხოვნადი მოდელია Farizon SV (Super Van), რომელიც სატვირთო, სადისტრიბუციო, სამგზავრო და სამაცივრე ვერსიებითაა ხელმისაწვდომი - ჯამში, 10-მდე მოდიფიკაციით. გარდა ეკონომიურობისა, ეს არის თანამედროვე დიზაინის ავტომობილი, რომელიც კომპანიის იმიჯსაც აძლიერებს“.ახალ ბრენდს საქართველოში „თეგეტა ჰოლდინგის“ სერვისინფრასტრუქტურა და 30-წლიანი გამოცდილება უმაგრებს ზურგს. Farizon-ის ავტომობილების ტექნიკურ მომსახურებას კომპანია კომერციული ტრანსპორტის საკუთარ ულტრათანამედროვე სერვისცენტრში უზრუნველყოფს, სადაც მომხმარებლებს გამოცდილი ტექნიკოსები, სპეციალიზებული აღჭურვილობა და სრული ტექნიკური მხარდაჭერა დახვდებათ. ეს კომპანიებს ავტომობილების უწყვეტი ექსპლუატაციისა და ოპერაციული პროცესების შეუფერხებლად წარმართვის შესაძლებლობას აძლევს.Farizon-ის მიმართ ბიზნესის ინტერესი საწყის თვეებშივე გამოიკვეთა. კომპანიაში აცხადებენ, რომ პირველი ავტომობილები ბაზარზე ოფიციალური საკომუნიკაციო კამპანიის დაწყებამდეც ერთიანად გაიყიდა, ხოლო მომხმარებლებმა, რომლებმაც ისინი შეიძინეს, მალევე დამატებითი შეკვეთებიც განათავსეს, მათ შორის განსხვავებული მოდიფიკაციების მოთხოვნით.ბიზნესის მზარდი ინტერესი იმით აიხსნება, რომ კომპანიები კომერციული ტრანსპორტის შერჩევისას, პირველ რიგში, აფასებენ ფლობის ჯამურ ღირებულებას, ექსპლუატაციისა და ტექნიკური მომსახურების ხარჯებს, ასევე ავტომობილის ღირებულების შენარჩუნების შესაძლებლობას. სწორედ ამ მიმართულებებზე აკეთებს აქცენტს „ჯილი ცენტრი თეგეტას“ პორტფელის ახალი ბრენდი.Farizon-ის მიმართ ინტერესსა და ნდობას ადასტურებს „ჯილი ცენტრი თეგეტას“ ერთ-ერთი პირველი მსხვილი კორპორაციული პროექტი. საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში „თეგეტა“ სადისტრიბუციო კომპანია „ფუდსერვისს“ 10 ერთეულ Farizon-ს ეტაპობრივად გადასცემს.საოპერაციო ლიზინგის მოდელი კომპანიებს, ავტომობილებით უზრუნველყოფასთან ერთად, დამატებით შესაძლებლობებსაც სთავაზობს. მომხმარებლები იღებენ სრულ ტექნიკურ, საგარანტიო და არასაგარანტიო მომსახურებას, GPS მონიტორინგს, დეტალურ რეპორტინგსა და 24/7 საგზაო დახმარებას, რაც ავტოპარკის ეფექტიან მართვასა და ოპერაციული პროცესების გამარტივებას უზრუნველყოფს.„ფარიზონ ცენტრი თეგეტა“ (Farizon Center Tegeta) არის Farizon Auto-ს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, რომელიც სადისტრიბუციო და ლოგისტიკის სექტორისთვის სრულად ელექტრო, მსუბუქ კომერციულ ავტომობილებს სთავაზობს ბაზარს.Farizon Auto ქმნის ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე კომერციულ ტრანსპორტს, რომელიც ორიენტირებულია ეფექტურობაზე, პრაქტიკულობასა და რეალური ლოგისტიკის საჭიროებებზე, რაც თანამედროვე ტექნოლოგიებს მდგრად დიზაინთან აერთიანებს.ბრენდის მთავარი მიზანი წარმოებასა და მართვაში ინოვაციური, ეკოლოგიური მიდგომების დანერგვაა, რაც ხელს უწყობს გადასვლას უფრო სუფთა, კომერციულ ტრანსპორტზე.