პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ევროვიზიაზე ჟიურის მიერ სხვადასხვა ქვეყნებისთვის მინიჭებულ ქულებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
მათი თქმით, ჟიურიმ ყველაზე მაღალი შეფასება უკრაინას დაუწერა, თუმცა კონკურსზე სხვა შეფასება გამოცხადდა.
„ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოდან ეროვნულმა ჟიურიმ ყველაზე მაღალი შეფასება – პირველი ადგილი უკრაინას მისცა, რაც 12 ქულას ნიშნავს. ამას მოწმობს ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი, რომელიც გადაეგზავნა ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ორგანიზატორებს.
საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ საკითხთან დაკავშირებით ევროვიზიის კონკურსის ორგანიზატორებთან დეტალებს არკვევს.
საზოგადოებრივი მაუწყებელი კიდევ ერთხელ ულოცავს უკრაინას დამსახურებულ გამარჯვებას“, - აღნიშნულია საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადებაშო.
ცნობისთვის, ევროვიზიის გამარჯვებული წელს უკრაინა გახდა, საქართველო კი მეორე ფინალში ვერ მოხვდა.
საქართველოდან ეროვნული ჟიურის ქულები ასე გადანაწილდა: (ქულები, რომლებიც კორკურსზე გამოაცხადეს)