დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
კიდევ ერთი ქართველის სიცოცხლე შეეწირა რუსეთ-უკრაინის ომს. წარმოშობით სენაკიდან, 38 წლის რატი შურღაია, იზიუმთან შეტაკებისას დაიღუპა.
„დედა პოლონეთშია და ხვალ იტალიაში უნდა წავიდეს და შემდეგ თბილისში ჩაფრინდება. რატიც მუშაობდა პოლონეთში. ომი რომ დაიწყო გადავიდა უკრაინაში და იქ იბრძოდა",- გვითხრა ოჯახის ახლობელმა.
რატი შურღაიას უკრაინელი მეუღლე ჰყავდა. შურღაიას მამა და და თბილისში ცხოვრობენ.
„არ უნახავს ახალდაბადებული დისშვილი, როგორ უხაროდა, თვითონ შვილი არ ჰყავდა",- უთხრა "პრაიმტაიმს" შურღაიების ემიგრანტმა ნათესავმა.
„აღარ გვყავს ჩვენი რატი არაა, ჩვენი გმირი რატი ღმერთო, რატომ წაართვი მშობლებს რატომ? რატი, ჩემო რატი ჩემო კეთილო ბიჭო, ყოველ დღე გირეკავდი ბიჭო",- წერენ შურღაიას ახლობლები სოციალურ ქსელში.
ავტორი: თეა შონია