გაყინული იყო... - 25 წლის ახალგაზრდა, რომელსაც 2 კვირა ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
1737230192
ევროვიზიის 2022-ის კომენტატორი ტიმურ მიროშნიჩენკო პირდაპირ ეთერში ატირდა და უკრაინული ჯგუფის Kalush Orchestra-ს გამარჯვება გამოაცხადა.
მედიაში უკრაინელი კომენტატორის ვიდეო გამოჩნდა, რომელიც ბომბის თავშესაფრიდან კონკურსზე კომენტარს ემოციურად აკეთებდა.
„ჩვენ ვიმარჯვებთ მუსიკალურ ფრონტზე, ჩვენ გავიმარჯვებთ სწორედ ფრონტზეც. უკრაინის შეიარაღებული ძალებო - ეს გამარჯვება თქვენთვისაა. ყველას, ვინც დღეს იცავს ჩვენს ქვეყანას. უკრაინას!" - თქვა ტირილით მიროშნიჩენკომ.
მან დასძინა, რომ ეს გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია ყველა უკრაინელისთვის, შემდეგ კი ყველას მოუწოდა, რომ ემოციები არ შეიკავონ.