ევროვიზია 2022-ის გამარჯვებული უკრაინა გახდა

უკრაინა

იტალიაში, ევროვიზია 2022-ის ფინალურ კონცერტზე, გამარჯვებული უკრაინა გახდა. ქვეყანა ჯგუფმა Kalush Orchestra-მ, სიმღერით Стефанія წარადგინა.

გამარჯვებას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

„ჩვენი სიმამაცე შთაბეჭდილებას ახდენს მსოფლიოზე, ჩვენი მუსიკა ევროპას იპყრობს! უკვე მესამედ, და მე მჯერა, რომ არა საბოლოოდ, მომავალ წელს, ევროვიზიას უკრაინა უმასპინძლებს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ერთ დღეს, თავისუფალ, მშვიდობიან, აღდგენილ მარიუპოლში ვუმასპინძლოთ ევროვიზიის მონაწილეებსა და სტუმრებს. გმადლობთ ყველას, ვინც ხმა მოგვცა! დარწმუნებული ვარ, მტერთან ბრძოლაში ჩვენი გამარჯვების აკორდი შორს არ არის“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი Facebook-ზე.

ომის დაწყების შემდეგ, რუსეთს კონკურსში მონაწილეობა აეკრძალა.