იურისტი ეკა კოკიჩაიშვილი გარდაიცვალა
1789131919
10 სექტემბერს, 17 წლის დავით ნარიმანიძე თბილისში, ლოტკინის დასახლებაში 9 სექტემბერს მოკლეს.
არსებული ინფორმაციით, თანატოლები დაბადების დღის აღსანიშნავად შეიკრიბნენ, შეკრებილი იყო 10-მდე ახალგაზრდა. არაოფიციალური ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკება სადღეგრძელოს მოჰყვა, რა დროსაც არასრულწლოვანი ფეხზე არ წამოდგა.
სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ბრალდებულმა თანატოლს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.
მკვლელობა გახსნილია. სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი.
დაკავებულები არიან ის პირებიც, რომლებიც კონფლიქტში მონაწილეობდნენ.
„ყველა კარგს ამბობს ბავშვზე. სრულიად საქართველოს ახალგაზრდობა მტკივა. რატომ ხდება ასე, რატომ იმეტებენ თან ასეთი პატარები ერთმანეთს ასე სასიკვდილოდ. გული მტკივა ძალიან, რამდენი ახალგაზრდა უნდა მოკლან ასე უაზროდ, მართლა გასკდა გული, უკვე ამდენი ტრაგედიების მოსმენაც აღარ შემიძლია. კარგი დედის გაზრდილი შვილია დათუნა. არაჩვეულებრივი ბავშვი იყო. უკარგესი ბავშვი. რატომ მოუკლეს დედას შვილი? ვინ უნდა აგოს ახლა ამაზე პასუხი? დედას შვილს ხომ ვერ გაუცოცხლებენ. რა უნდა ქნას დედამ? საკადრისად უნდა დაისაჯონ დამნაშავეები, რომ მსგავსი ფაქტები არ განმეორდეს. მთელი ქვეყანა დააყენა ფეხზე გიგა ავალიანის დედამ, ამდენი იბრძოლა და ამდენი ახალგაზრდა დაიჭირეს იმ სასტიკ საქმეზე, მაგრამ როგორც ჩანს, არც ეს შველის ამ ახალგაზრდობას. ისევ ხდება ადამიანის მკვლელობა. ისევ მოკლეს ახალგაზრდა ბიჭი, ისევ არასრულწლოვნებმა. საკადრისად უნდა დაისაჯოს დათუნას მკვლელი. ასეთი ღიმილიანი ბავშვი ვის რას დაუშავებდა. საუკეთესო ბიჭი აღარ ჰყავს დედას”,- ამბობს „კვირის პალიტრასთან“ საუბარში ახლობელი.
იურისტი ეკა კოკიჩაიშვილი გარდაიცვალა
1789131919
საპენსიო ფონდი ინფორმაციას ავრცელებს
1789069156