„საერთო ბიზნესში წილი ვერ გაიყვეს...“ - რა დეტალები ხდება ცნობილი ბათუმში მომხდარ მკვლელობაზე
1733820770
საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ახლად შექმნილ სასწავლო ცენტრში, სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეებისთვის განკუთვნილი პირველი სასწავლო პროგრამა დასრულდა, - ინფორმაციას საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.
„სასაზღვრო პოლიციის უფროსი, ნიკოლოზ შარაძე კურსდამთავრებულებს შეხვდა, სწავლების წარმატებით დასრულება მიულოცა და შესაბამისი სერტიფიკატები პირადად გადასცა.
5-კვირიანი სასწავლო პროგრამა განკუთვნილი იყო სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის იმ მოსამსახურეებისთვის, რომლებიც მორიგეობის დროს სასაზღვრო სექტორებზე განწესების წარმმართველებად ინიშნებიან. კურსის მიმდინარეობდა როგორც სასწავლო აუდიტორიაში, ასევე საველე პირობებში.
სასწავლო ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიზანია მოქმედი თანამშრომლების სპეციალური პროფესიული გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება. აღსანიშნავია, რომ სასწავლო ცენტრის წარმატებულ კურსდამთავრებულებს მომავალში კარიერული წინსვლის შესაძლებლობა ექნებათ“, - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.