„ამ სახლიდან 17 მიცვალებული გაასვენეს... უმეტესობა ბავშვი და ქალი იყო“ - ელაშვილების ოჯახის ტრაგედია
1760472917
2024 წელს საქართველოში საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლებმა 12.1 მლრდ. ლარი შეადგინა.
საქსტატის ცნობით, შემოსავლის უდიდეს ნაწილს – 76.9%-ს საპროცენტო და მასთან გათანაბრებული შემოსავლები შეადგენდა, 9.5% საკომისიო შემოსავლებზე მოდიოდა, ხოლო დარჩენილი 13.6% სხვა სახის შემოსავლებზე განაწილდა.
ამასთან, უწყების ანგარიშით 2024 წლის დასასრულისთვის საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებული საწარმოების სალაროში განთავსებული იყო 2.9 მლრდ. ლარი ნაღდი ფულის სახით. ამავე დროს, ფიქსირებული და არაწარმოებული აქტივების ნარჩენმა (საბალანსო) ღირებულებამ 2.5 მლრდ. ლარი შეადგინა.
2024 წელს საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებულ საწარმოებში დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა 42.5 ათასს შეადგენდა, რომელთაგან 65.9 პროცენტი ქალი იყო.
საქსტატის ინფორმაციით, 2024 წელს სადაზღვევო კომპანიების მიერ გამომუშავებულმა პრემიამ (ბრუტო) 1.1 მლრდ. ლარი შეადგინა, საიდანაც 41.7% სამედიცინო დაზღვევაზე მოდიოდა, 11.8% – ქონების დაზღვევაზე, 9.2% – სიცოცხლის დაზღვევაზე, 6.7% – სახმელეთო ტრანსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებულ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევაზე, 1.4% – უბედური შემთხვევის დაზღვევაზე, ხოლო დანარჩენი – 29.2%-ი სხვა სახის დაზღვევაზე განაწილდა.
2024 წელს სადაზღვევო კომპანიების მიერ ანაზღაურებული დამდგარი სადაზღვევო ზარალი 707.6 მლნ. ლარით განისაზღვრა, რომლის 52.6% სამედიცინო დაზღვევაზე მოდიოდა, 5.5% – სიცოცხლის დაზღვევაზე, 4.6% – სახმელეთო ტრანსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებულ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევაზე, 4.5% – ქონების დაზღვევაზე, 0.3% – უბედური შემთხვევის დაზღვევაზე, ხოლო დანარჩენი – 32.5%-ი სხვა სახის დაზღვევაზე განაწილდა.