უნდა დაესწროს თუ არა მეუღლე მშობიარობას - ექიმ ეკა კვირკველიას განმარტება

ეკა კვირკველია

ბოლო პერიოდში, მშობიარე ქალები ირჩევენ, რომ მათ გვერდით, სამშობიარო ბლოკში საყვარელი მამაკაცები იყვნენ, გაამხნეონ, ძალა მისცენ და მათთან ერთად გაიზიარონ როგორც განსაცდელი, ასევე ენით აუწერელი სიხარული, რასაც შვილის მოვლინება ჰქვია.

კაცის დასწრება/არდასწრების საკითხზე უამრავი ადამიანი მსჯელობს, კამათობს. მოჰყვათ არგუმენტები, თუ რატომ არ არის სასურველი, ანდაც პირიქით, რატომ არის აუცილებელი ეს დედისა და შვილისთვის.

პრაიმტაიმის“ კითხვაზე, უნდა დაესწროს თუ არა მეორე ნახევარი მშობიარობას, ეკა კვირკველია ამბობს, რომ  „ამ პროცესში, მამის ჩართულობა დედისა და ბავშვის გამოსავალზე დადებითად აისახება“. 

აქვე, რეპროდუქტოლოგი დეტალურად განმარტავს, რა როლი აკისრია მამას მაშინ, როცა მეუღლე ფეხმძიმედაა და მაშინაც, როცა ბავშვი შეეძინებათ.

ეკა კვირკველია: მამაკაცების გამოკითხვამ აჩვენა, რომ ორსულობის პროცესში ჩართულობისას სტრესს და გამოფიტვას ხშირად გრძნობენ. ისინი ასევე, მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში გამოხატავენ პრეტენზიას იმის შესახებ, რომ ანტენატალური განათლება დედებზე უფრო მეტად კონცენტრირებულია. ამ მხრივ, მდგომარეობა საქართველოში პროგრესირებს.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ უნდა მამების ჩართულობა ანტენატალურ პროცესში (მის დადებით მხარეებზე წინა პოსტში ვისაუბრეთ) უნდა გავზარდოთ და ასევე, მათ პარნტიორებთან ერთად მივაწოდოთ მათთვის საჭირო ყველა საგანმანათლებლო მასალა, რადგან პარტნიორების ჩართულობა, დადებითად აისახება არა მხოლოდ მათ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, არამედ დედისა და ბავშვის კეთილდღეობაზეც.

უნდა მოვახდინოთ „მამების სკოლის“ და მამის ორსულობის და ბავშვის აღზრდის პროცესში ჩართულობის ნორმალიზება, რაც ასე რთულია ჩვენნაირ ქვეყნებში, კულტურული და გენდერული სტერეოტიპებიდან გამომდინარე.

ყველამ ვიცით, თუ რა მნიშვნელოვანია პარტნიორი მამაკაცის ორსულობის და ორსულობის შემდგომ პროცესებში ჩართულობა ქალბატონების და ასევე ბავშვის ფსიქოლოგიური კეთილდღეობისთვის. ამას უამრავი კვლევაც ადასტურებს მაგ: ქალებთან შედარებით, რომლებმაც ორსულობის დროს მამის მონაწილეობა არ აღნიშნეს, ქალებს, რომლებმაც გაგვიზიარეს მამის ჩართულობა ორსულობის დროს, ჰქონდათ დეპრესიის სიმპტომების დაბალი გამოვლინებები და ფსიქოლოგიური კეთილდღეობის მაღალი მაჩვენებლები.

მამების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია ორსულობის დროს, ექიმებმა და ექთნებმა უნდა მისცენ მათ სტიმული, რომ მონაწილეობა მიიღონ პარტნიორის პრენატალურ ვიზიტებში, დასვან შეკითხვები და აუცილებელია მამების განათლება ორსულობასა და პრენატალური მზრუნველობის პროცედურებთან დაკავშირებით.

• მშობიარობის შემდგომ პერიოდს განვსაზღვრავთ, როგორც 12 თვის შემდგომი პერიოდი მშობიარობიდან;

• მშობიარობის შემდგომი უნიპოლარული დეპრესიის სიხშირე ვარირებს (10-15% ) ქვეყნების მიხედვით, მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, სტატისტიკა უფრო მაღალია დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებში. ინფივიდების 50%-ში დეპრესიის ეპიზოდები ვლინდება ორსულობამდე ან ორსულობის დროს;

• მშობიარობის შემდგომი უნიპოლარული დეპრესიის კლინიკური სურათი ჩვეულებრივი დეპრესიის გამოვლინებების მსგავსია.

მშობიარობის შემდგომი დეპრესიის დროს ხშირია თანმხლები მენტალური დაავადებები.

ნამკურნალებ და არანამკურნალებ პაციენტების კვლევებში ჩანს რომ შემთხვევების 30-იდან 50%-მდე დეპრესიული ეპიზოდი მინიმუმ, 1 წლით გრძელდებოდა;

• მშობიარობის შემდგომი დეპრესია ასოცირებულია ნაყოფის ცუდ კვებასა და ჯანმრთელობის პრობლემებთან, ასევე შესაძლოა იმოქმედოს ძუძუთი კვებაზე, დედა-შვილის ბონდინგზე, ახალშობილის და სხვა ბავშვების ზრუნვასა და პარტნიორთან ურთიერთობაზე.

საბოლოო ჯამში პოსტნატალური დეპრესია ასოცირებულია დარღვეულ განვითარებასა და დარღვეულ კოგნიტიურ(შემეცნებით) განვითარებასთან, ასევე ფსიქოპათოლოგიასთან ბავშვებში.

პოსტნატალური დეპრესია წარმოადგენს ასევე სუიციდამდე მისვლის მიზეზსაც, თუმცა სტატისტიკურად ეს იშვიათია, როგორც იშვიათია სუიციდის მცდელობები. მშობიარობის შემდგომ ქალებში სუიციდზე ფიქრების ეპიზოდები ქალების 3 %-ში აღინიშნა. ბავშვის დაზიანების შესახებ იდეები შეიძლება გაჩნდეს პოსტნატალური დეპრესიის დროს, მაგრამ ინფანტიციდი უიშვიათესია, რაც უფრო დიდი ალბათობით შეიძლება მოხდეს ფსიქოზის დროს.

• მშობიარობის შემდგომი დეპრესიის არსებობის ალბათობა მაღალია ქალბატონებში, ვისაც აქვს ახალშობილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შფოთვითი აშლილობა, ღელვა თუ რამდენად აქვთ ბავშვის მოვლის უნარი, იმედგაცრუება, პატარას აქტივობების მიმართ ინტერესის ნაკლებობა, მხარდაჭერაზე შემცირებული რეაგირება, პოსტნატალური ზრუნვის გეგმას და სხვადასხვა სუბსტანციაზე დამოკიდებულებები.

ყველა ქალისთვის მშობიარობის შემდგომ რეკომენდებულია დეპრესიის სკრინინგი.

ასევე ნახეთ:

საქალწულე აპკი არ არის სიწმინდისა და სექსუალური გამოცდილების ნიშანი - ეკა კვირკველია

გადადის თუ არა საცურაო აუზიდან სქესობრივად გადამდები დაავადებები - ექიმის განმარტება