1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
სანქციონირებულ ოლიგარქთან დაკავშირებულ მობილურ კომპანია „ბილაინს“ ქართველი ბიზნესმენი, ხვიჩა მაქაცარია ყიდულობს.
ამის შესახებ ინფორმაციას „ნეტგაზეთი“ ავრცელებს.
როგორც მედია იტყობინება, კომუნიკაციების კომისიამ „ბილაინის“, იგივე „ვიონი საქართველოს“ გაყიდვის ნებართვა გასცა.
კომპანიის 100%-იან წილს კი ქართველი ბიზნესმენი, ხვიჩა მაქაცარია ყიდულობს.
საქართველოს სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, „ვიონი საქართველოს“ მფლობელი ორი კომპანიაა:
Watertrail Industries – 71%
Investico Alliance 29%
Watertrail Industries და Investico Alliance ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებული კომპანიებია.
აღნიშნულ ორ კომპანიას კი „ვიონ ჯორჯია ჰოლდინგს B.V“ ფლობს, რომელიც კორპორაცია Veon-ის ნაწილია. Veon-ი პოზიციონირებს, როგორც ნიდერლანდებში დაფუძნებული კორპორაცია.
ამავე დროს, „ვიონი ჯგუფის“ აქციათა 47.9%-ს ფლობს კომპანია LetterOne, რომელიც ეკუთვნის რუს ოლიგარქ მიხაილ ფრიდმანს, რომელიც დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებშია მოყოლილი.
ხვიჩა მაქაცარია გეგმავს, „ვიონი საქართველოს“ მფლობელი ორივე კომპანიის, Watertrail Industries-ისა და Investico Alliance-ის 100-100%-იანი წილები შეისყიდოს.
ამავე დროს, „ვიონი ჯგუფის“ აქციათა 47.9%-ს ფლობს კომპანია LetterOne, რომელიც ეკუთვნის რუს ოლიგარქ მიხაილ ფრიდმანს და დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებშია მოყოლილი (აქციების 43.8% საფონდო ბირჟაზე თავისუფალ ვაჭრობაშია).
5 მაისს კომუნიკაციის კომისიის სხდომაზე დადასტურდა, – და „ნეტგაზეთს“ ხვიჩა მაქაცარიას კომპანიაშიც დაუდასტურეს, – რომ ქართველი ბიზნესმენი „ვეონი საქართველოს“ 100%-იანი წილის შესყიდვას გეგმავს.
უფრო ზუსტად, ხვიჩა მაქაცარია გეგმავს, „ვიონი საქართველოს“ მფლობელი ორივე კომპანიის, Watertrail Industries-ისა და Investico Alliance-ის, 100-100%-იანი წილები შეისყიდოს.
კომუნიკაციების კომისიამ 5 მაისის სხდომაზე მიიჩნია, რომ:
„ხვიჩა მაქაცარიას მიერ აღნიშნული კომპანიების წილების შეძენა ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე გავლენას არ მოახდენს და აღნიშნული ტრანზაქცია თავსებადია ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან“.
ხვიჩა მაქაცარია ბიზნესმენია, რომელიც რესტორნების, სასტუმროების, სამშენებლო და სავაჭრო ბიზნესში სხვადასხვა კომპანიის სხვადასხვა ოდენობის წილს ფლობს. მათ შორის აქვს წილები „თელასში“, „თბილისი მოლში“ და ლატარიის ეროვნულ კომპანიაში. იგი CBS ჯგუფის დამფუძნებელია.