ორ დღეში ორი გარდაცვლილი რუსი ოლიგარქი და ოჯახის მოკლული წევრები - რა ხდება რუს ბიზნესმენთა წრეებში

oligarqebi

როგორც ჩანს, კითხვები დაისმება მას შემდეგ, რაც ორმა რუსმა ოლიგარქმა, ორივე გაზის გიგანტებთან დაკავშირებულმა, სავარაუდოდ ცოლები და შვილები დახოცა, შემდეგ კი სიცოცხლე სუიციდით დაასრულა. ეს საზარელი შემთხვევები ორ დღეში მოხდა.

ორივე შემთხვევაში განგაში მოკლულის ოჯახების გადარჩენილმა წევრებმა ატეხეს. ამ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს:

კრემლის ყოფილი ჩინოვნიკი და გაზპრომბანკის ვიცე-პრეზიდენტი, 51 წლის ვლადისლავ ავაევი გარდაცვლილი იპოვეს მოსკოვის ძვირად ღირებულ ბინაში ცოლისა და 13 წლის ქალიშვილის ცხედრებთან ერთად. როგორც ჩანს, მან ჯერ ცოლ-შვილს ესროლა და მერე თავი მოიკლა. ცხედრები უფროსმა შვილმა, 26 წლის ანასტასიამ მას შემდეგ იპოვა, რაც ოჯახს ვეღარ დაუკავშირდა. 

მეორე დღეს Novatek-ის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე სერგეი პროტოსენია, 55 წლის, მისი 53 წლის მეუღლე - ნატალია და 18 წლის ქალიშვილი მარია, გარდაცვლილები იპოვეს ესპანეთსი, ოჯახის კუთვნილ სახლეში. სცენა იმაზე მეტყველებს, რომ ცოლ-შვილი მოკლა და მერე ბაღში თავი ჩამოიხრჩო.

განგაში ატეხა წყვილის თინეიჯერმა ვაჟმა, რომელიც საფრანგეთში იმყოფებოდა... 

გავრცელებული ინფორმაციით, ესპანელი გამომძიებლები ახლა, ცდილობენ გაარკვიონ, პროტოსენიას სიკვდილი იყო თუ არა ოჯახური მკვლელობა-თვითმკვლელობის შედეგი თუ ორგანიზებული დანაშაული სხვა პირის მიერ.

პროტოსენიას ქონება 440 მილიონ დოლარს შეადგენდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ინჟინერად და ეკონომისტად მუშაობდა გაზის კომპანიებში მაღალ საფინანსო პოზიციებზე. გაზის გიგანტის Novatek-ის ვებსაიტზე დაარქივებულმა გვერდმა, რომელიც თარიღდება 2015 წლის მარტიდან, სერგეი პროტოსენია დასახელებულია კომპანიის თავმჯდომარის მოადგილედ. 

საუბრობენ, რომ პროტოსენიას სახლში გარკვეული შეუსაბამობები აღმოაჩინეს - ბიზნესმენის ცოლ-შვილი სისხლში ცურავდნენ, ისინი ცივი იარაღით არიან გარდაცვლილები, თუმცა პროტოსენიაზე სისხლის ლაქები არ აღმოჩნდა, ნათქვამია მოხსენებაში.

ორი ოლიგარქის და მათი ოჯახის წევრების გარდაცვალება ორ დღეში, სავარაუდოდ, კითხვებს აჩენს, მიუხედავად მკვლელობა-თვითმკვლელობებისა.

ესპანელი დეტექტივები შეისწავლიან მტკიცებულებებს, რათა დაადგინონ, იყო თუ არა ეს ინციდენტები ოჯახში ძალადობით გამოწვეული ტრაგედიები, თუ იყო დადგმული.

Newsweek დაუკავშირდა ესპანეთის პოლიციას და გაზპრომბანკის ჩინოვნიკებს რუსეთში.

მას შემდეგ, რაც Newsweek-მა Novatek-ის სპიკერთან ისაუბრა. 

განცხადებაში ნათქვამია:

„კომპანიის მენეჯმენტის ყოფილი წევრის, სერგეი პროტოსენი (პროტოსენია) და მისი ოჯახის წევრების ტრაგიკული გარდაცვალების შესახებ ცნობებთან დაკავშირებით, Novatek გულწრფელ სამძიმარს უცხადებს ყველა დაზარალებულს ამ ტრაგიკული სიტუაციით.

სერგეი პროტოსენია მუშაობდა Novatek Group-ში 1997 წლიდან 2015 წლამდე და დაამტკიცა, რომ იყო შესანიშნავი ადამიანი და შესანიშნავი ოჯახის კაცი, ძლიერი პროფესიონალი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა კომპანიის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.

სამწუხაროდ, ისმის სპეკულაციები.

ამ თემაზე მედიაში საუბრობენ, მაგრამ ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს სპეკულაციები რეალობას არ უკავშირდება.

ვიმედოვნებთ, რომ ესპანეთის სამართალდამცავი ორგანოები ჩაატარებენ საფუძვლიან და ობიექტურ გამოძიებას და დაადგენენ სიმართლეს მომხდარზე“.