სიახლე მგზავრებისთვის, რომელიც ხვალიდან ამოქმედდება
1758915992
რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი კიევში ჩავიდა, რათა განაახლოს სამშვიდობო მოლაპარაკებები უკრაინასა და რუსეთს შორის, რომელიც მას შემდეგ შეჩერდა, რაც მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ რუსების სისასტიკეების თაობაზე მტკიცებულებები გაჩნდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
აბრამოვიჩი უკრაინელ მომლაპარაკებლებს შეხვდა, რათა მოლაპარაკებების აღდგენის გზები განეხილა.
მედიის ცნობით, რუსი მილიარდერი და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მეგობარი, არაფორმალური შუამავლის როლს ასრულებს მას შემდეგ, რაც მას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოლაპარაკებებში ჩართვა სთხოვა.