გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს
1732361130
მომღერალი ნინი შერმადინი პიროტექნიკის გამოყენების წინააღმდეგია. მისი თქმით, ამერიკაში ფოიერვერკებს წელიწადსი ერთხელ, ისიც დაუსახლებელ პუნქტებში უშვებენ.
„ერთადერთ დღეს, 4 ივლისს, როდესაც ფოიერვერკებს ისვრიან და ისიც სანაპიროზე, დასახლებული პუნქტებიდან ძალიან შორს. საქართველო როდის მივა იქამდე, რომ უბრალოდ ხალხი, ცხოველები ზიანდებიან და კვდებიან თქვენი უმსგავსო საქციელის გამო!
კონცერტებზე, სცენაზე გვესროდნენ ასაფეთქებლებს და ამაზე ღლიცინებდნენ: „იიიიი, როგორ ეშინია“. ძალიან შორს ვართ საქართველოში მენტალურად ცივილიზაციისგან ბევრ რამეში. ელემენტარული, სიბრალულიც კი არ შეგიძლიათ სულიერის! აფეთქების გარეშე არ აღინიშნება ახალი წელი? იქნებ მთავრობამ აკრძალოს, თუ ამას ადამიანები თავისით ვერ ხვდებიან?! ეს ცუგა თქვენ გამოა ამ დღეში, კიდევ რამდენია ნეტა, ვისი ფოტოებიც არ გავრცელდა... იმდენი ვიტირე... იქნებ ამ პატარას დანახვამ მაინც იმოქმედოს თქვენზე...“ - დაწერა ნინი შერმადინმა.