პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
პიროტექნიკის გამოყენების შედეგად თბილისში რამდენიმე სახლი დაიწვა. ასევე დაიწვა თბილისის ნაძვის ხე.
სოციალურ ქსელში ერთ-ერთი დამწვარი სახლიდან ფოტოები და ვიდეო ვრცელდება:
„დიდი მადლობა საქართველოს მთავრობას რომ მიუხედავად ყოველ ახალ წელს ათობით ხანძრისა არ კრძალავს პიროტექნიკის, კერძოდ საახალწლო მაშხალების და ფოიერვერკების შემოტანას, გაყიდვას და მოხმარებას(რაც აკრძალულია ნებისმიერ ევროპულ განვითარებულ სახელმწიფოში). და დიდი მადლობა შეგნებულ, გონიერ ქართველ ერს რომელიც ყოველწლიურად, მიუხედავად ათობით გადამწვარი სახლისა და კიდურებმოგლეჯილი ბავშვებისა მაინც აგრძელებს ამ პიროტექნიკის შეძენას და გამოყენებას“, წერს ვიდეოს ავტორი.