1733169705
გურამ ბაღდოშვილი მიმართავს ავრცელებს: „პალატაში 3 ვწევართ, ერთნაირად დაზიანებული... ვაღიარებ, რომ სისულელე ჩავიდინე“
ახალი წლის ღამეს, გურამ ბაღდოშვილს ხელში პიროტექნიკა აუფეთქდა და მისი კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო. მოგვიანებით, შეფმზარეულმა პოსტი გამოაქვეყნა, სადაც საკუთარ ჯანმრთელობაზე ისაუბრა და საზოგადოებას პიროტექნიკის გამოყენებაზე უარის თქმა სთხოვა.
„სალამი ყველას. ძვირფასებო დიდი მადლობა, რომ შეწუხდით. კიდევ ერთხელ დაამტკიცა უფალმა ჩემდამი სიყვარული. ვარ მხნედ და ძლიერად, უფალი გვფარავდეს, ამინ!
ხალხნო, არ იყიდოთ პიროტექნიკა, ფოერვერკები, მაშხალები, სოლისტები. ძალიან ცუდი ხარისხის არის შემოსული. პალატაში 3 სული ვწევართ, ერთნაირად დაზიანებული. ფოტოებს არ ვასაჯაროებ ჯერ, მაგრამ აუცილებლად, ჩემ დანაშაულს ვაღიარებ, რომ სისულელე ჩავიდინე და მაგალითი აგერ ვარ“ - წერს ბაღდოშვილი.