საქართველოში გამოიდარებს - ნახეთ უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

ამინდი

სინოპტიკოსები ქვეყნის მასშტაბით უახლოეს დღეებში, ტემპერატურის მატებას ვარაუდობენ. დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს, აღმოსავლეთ საქართველოში კი მოსალოდნელია ნალექი თოვლის სახით. თოვლია ნავარაუდევი თბილისშიც.

„დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს, გვექნება უმეტესად უნალექო ამინდი. აღმოსავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. თბილისში იქნება თოვლი, იქროლებს სუსტი ქარი და დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა 2 გრადუსამდე აიწევს. მომდევნო დღეები საქართველოში უკეთესია და გამოდარებას ველოდებით“, - განაცხადა სინოპტიკოსმა ნინო ელისაშვილმა.

ასევე ნახეთ:

როგორ და ვისთან ერთად აღნიშნა ნიცა თავაძემ იუბილე - ნეაპოლიდან კადრები გავრცელდა

VIDEO: „ჩემი ჩემპიონი დაბრუნდა“ - რა კადრებს აქვეყნებს ბაბი კირკიტაძე

VIDEO: როგორია ზალიკო ბერგერის ჯანმრთელობის მდგომარეობა - დიზაინერი კლინიკიდან კადრებს აქვეყნებს