დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
„სავალდებულო სამხედრო სამსახური გადაიხედა, მოხდება რეფორმირება და ყველა პირი გაივლის სავალდებულო-სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის უწყებაში“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, აქამდე სისტემა არ იყო ისეთი ეფექტური, როგორიც საჭიროა.
„მანამდე იყო გაფანტული და არ იყო ეფექტური, ეს უნდა ვაღიაროთ. ყველა ანალიზის მიხედვით, ეს სამსახური არ იყო ეფექტიანი და არ იძლეოდა იმ ეფექტს, რომელიც ჩვენ გვინდა, მივიღოთ.ამიტომ, უსაფრთხოების სამსახურში შემავალი სამინისტროებთან გვქონდა საუბარი და შევთანხმდით, რომ სავალდებულო-სამხედრო სამსახური გადავა მთლიანად თავდაცვის სამინისტროს სისტემაში. გარდა იმისა, რომ შეიქმნება ეფექტური სისტემა, პროგრამა იქნება ექვს, რვა და 11-თვიანი, ყველაზე მცირე იქნება ექვსთვიანი პროგრამა, ეს იქნება ინტენსიური სამხედრო მომზადება. ამ პროგრამის დამთავრების შემდეგ პირს ექნება მოხდილი სავალდებულო-სამხედრო სამსახური და მიენიჭება რიგითის წოდება. მთავარი მიზანი იქნება ძლიერი რეზერვის შექმნა“, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პროგრამა 80 მილიონ ლარზე მეტი დაჯდება.
„გაწვევას განახორციელებს ნაცვლად რეგიონული სამინისტროსი, თავდაცვის უწყება, ეს პროცესი დაიწყება იანვრიდან, მაგრამ პროგრამა ამოქმედდება 2025 წლის პირველი იანვრიდან. მანამდე სისტემა მოემზადება. გვინდა რეგიონებში ავაშენოთ თავდაცვის ცენტრები, რომ ადგილზე გაუადვილდეთ ახალგაზრდებს ინფორმაციის მიღება. ეს პროექტი დაგვიჯდება 80 მილიონ ლარზე მეტი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.