რა დაავადებებზე შეიძლება მიუთითებდეს ხშირი მთქნარება
1734970963
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2024 წლის მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერის პორტალის პრეზენტაცია გამართა.
პრეზენტაციაზე შეკრებილ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ მიმართა. მისი განცხადებით, პორტალი მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს ერთ სივრცეში გაეცნოს 2024 წლის მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერის შესახებ ნებისმიერ ინფორმაციას.

პორტალი აერთიანებს ისეთ თემებს, როგორიცაა 2024 წლის აღწერის მიზნები, ამოცანები და გამოყენებული მეთოდოლოგია. ასევე ვებ-პლატფორმა მოიცავს კითხვარებს, აღწერის სამართლებრივ საფუძვლებსა და სხვა საკითხებს.
პორტალზე ჩაშენებულია თვითრეგისტრაციის ელექტრონული პლატფორმის ბმული, რომელიც 14 ნოემბრიდან 23 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში გააქტიურდება. თვირეგისტრაციის მეთოდით, მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, დამოუკიდებლად, ინტერვიუერის გარეშე, შეავსოს აღწერის ელექტრონული კითხვარი მისთვის სასურველ დროსა და სივრცეში. ელექტრონული კითხვარის შევსების შემდეგ მას მიენიჭება სპეციალური კოდი, რომელიც უნდა წარუდგინოს მასთან მისულ საქსტატის ინტერვიუერს.
2024 წლის მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ჩატარდება.
აღწერა ორი ეტაპისგან შედგება: პირველ ეტაპზე, 14 ნოემბრიდან 23 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში მონაცემები შეგროვდება თვითრეგისტრაციის მეთოდით, ხოლო მეორე ეტაპზე, 29 ნოემბრიდან - 19 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, მონაცემები შეგროვდება საქსტატის ინტერვიუერების მიერ, კარდაკარის პრინციპით, პლანშეტური კომპიუტერის გამოყენებით.
აღწერის შედეგების საფუძველზე ხელმისაწვდომი იქნება ზუსტი და განახლებული მონაცემები, როგორც მოსახლეობის რაოდენობის, მისი სქესობრივ-ასაკობრივი შემადგენლობის, სხვადასხვა დემოგრაფიული, სოციალურ-ეკონომიკური მახასიათებლების მიხედვით, ასევე შინამეურნეობების სასოფლო-სამეურნეო აქტივობის შესახებ, თვითმმართველი ერთეულებისა და დასახლებების დონეზე.
მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა 10 წელიწადში ერთხელ ტარდება.