გოგა მანია მიმართვას ავრცელებს
1754063603
მთელი საზოგადოება აკვირდებოდა საგამოძიებო კომისიის მუშაობას, რომელიც ღია და საჯარო იყო, პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, ყველამ თავისი ყურით მოისმინა კიდევ ერთხელ ის დანაშაულები, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმს აქვს ჩადენილი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ყველამ კიდევ ერთხელ მოისმინა ის დანაშაულები, რომლებიც უკვე ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ გააგრძელა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, როგორც იდეოლოგიურმა ფრთამ.
„ეს ყველაფერი ჩვენ ვნახეთ და მოვისმინეთ. ყველა მტკიცებულებაც გამოჩნდა. ვიცი, რომ საგამოძიებო კომისია საკმაოდ მოცულობით დოკუმენტს ამზადებს. ასე რომ, ველოდებით საბოლოო დოკუმენტს, რომელსაც შემდეგ პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს სექტემბერში. სექტემბერში უკვე პარლამენტს ექნება შესაძლებლობა, რომ მთლიან დოკუმენტს გაეცნოს, იმსჯელოს და შესაბამისი დასკვნები გამოიტანოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, 4 აგვისტოს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნითი სხდომა გაიმართება.