მომხმარებელმა „შპს იფქლის“ პურში უცხო სხეული აღმოაჩინა - საწარმოს წარმოების პროცესი შეუჩერეს
1738841762
საქართველოს რკინიგზა მგზავრებისთვის, ორ მიმართულებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
"გაცნობებთ, რომ 2025 წლის 11 თებერვლიდან თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მიმართულებით სწრაფი და კომფორტული ელექტრომატარებელი (№854/853) იმოძრავებს.
სამგზავრო მატარებლის ტევადობა დაახლოებით 100 ადგილით გაიზრდება, ხოლო მგზავრობის ხანგრძლივობა თითქმის 2 საათით შემცირდება.
მატარებელი რეისებს დღეგამოშვებით შეასრულებს:
თბილისიდან გასვლა – 09:00; ოზურგეთში ჩასვლა – 16:18
ოზურგეთიდან გასვლა – 08:40; თბილისში ჩასვლა – 16:00
ბილეთის ღირებულება – 11-15 ლარი.
მცირედი ცვლილება თბილისი-ქუთაისის მიმართულებაზე:
ქუთაისში მიმავალი მგზავრები ოზურგეთის მიმართულებით მოძრავი მატარებლით რიონის სადგურამდე იმგზავრებენ.
რიონის სადგურიდან ქუთაისი 1-ის სადგურამდე გადაჯდებიან №6355/6356 და №6353/6354 ელექტრომატარებლებში, რომლებიც მგზავრებს ქუთაისი 1-ის სადგურში 20 წუთში ჩაიყვანს.
რიონი-ქუთაისი 1 მატარებლის მგზავრობის საფასური – 0,50 თეთრი", - აღნიშნულია რკინიგზის განცხადებაში.