მანიფესტანტებს საპროტესტო აქციების გამართვა ახალი წესებით მოუწევთ - რა ცვლილებები შედის კანონში
1738863728
არა მარტო რეგიონული მედიის, როგორც გაირკვა, 2020-2021 წლებში ერთ-ერთი ტელევიზიის, კოლეგა ჟურნალისტების ხელფასები NED-დან ფინანსდებოდა, - განაცხადა „დღეს ქრონიკაში“ ჩართვისას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ, როდესაც იგი საერთაშორისო თანხებით მედიის დაფინანსების საკითხზე საუბრობდა.
აღნიშნულით კირცხალია დღეს შალვა პაპუაშვილის მიერ ბრიფინგზე გაცხადებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. ასევე, აშშ-ში USIAD-ის მიმართ არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.
„მსოფლიოში ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამფინანსებლის, დონორის USIAD-ის მიმართ ხედავთ, როგორი მიდგომებია, მის შვილობილ ორგანიზაციებთან დაკავშირებით ადგილზე და ზოგადად, მსოფლიოში, ყველგან, სადაც ისინი ოპერირებდნენ, თქვენ ხედავთ ამ მიდგომებს. ეს მიდგომა არის ყველასთვის ერთნაირი. მსოფლიოს ნაწილი ვართ ჩვენც. ხედავთ, აშშ-ის ახალმა პრეზიდენტმა ტრამპმა და მისმა ადმინისტრაციამ, რა გადაწყვეტილებაც მიიღეს. მიმდინარეობს ამ დიდი, მთავარი დონორისა და მისი შვილობილი ორგანიზაციების შესწავლა, როგორც აშშ-ში, ასევე მსოფლიოში და საქართველოში. უცნობია, სამთვიან ვადას გაახანგრძლივებენ თუ სამ თვეში მოესწრება ყველაფერი, დარწმუნებული ვარ, გამოავლენს ბევრ საინტერესო ინფორმაციას, როგორც ჩვენთან საქართველოში, ასევე მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში და თავად ამერიკაში. ასე, რომ დაველოდოთ პროცესს. ეს არის გადაწყვეტილება იმ მთავარ ორგანიზაციაზე, რომელიც აშშ-ის ადმინისტრაციის დაქვემდებარების ქვეშ იმყოფება. ეს გადაწყვეტილება ასევე ეხება ყველას“, - განაცხადა კირცხალიამ.