პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ქართველი მეხანძრე-მაშველი მიშო შუბითიძე, რომელიც თურქეთში, სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში მონაწილეობს, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს ავრცელებს:
,,1 კვირა გავიდა რაც აქ ვართ, რა შემიძლია ვთქვა, ადგილობრივების გასაჭირზე არაფერს ვიტყვი... მაგრამ საქართველომ და ჩვენმა ბიჭებმა კიდევ ერთხელ აჩვენეს მთელს მსოფლიოს, რომ სხვაზე უკეთესები თუ არა, ნაკლები არაფრით არ ვართ!
ადგილობრივები პირდაპირ გვთხოვდნენ, თქვენ მოდით, თქვენ დაგვეხმარეთ, სხვა არ გვინდაო. საქართველოს როგორც კი გაიგებენ, სიხარულით და იმედით ივსებიან, რადგან ხედავენ რომ თავს არ ვზოგავთ, ასეთები ვართ ქართველები, პატარა ერი დიდი გულით", - წერს მიშო შუბითიძე სოციალურ ქსელში.
ქართველი მაშველები თურქეთში გაძლიერებული ძალებით ორ ლოკაციაზე გადანაწილდნენ
„სტიქიის ზონაში მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ“ - რას წერს თურქული მედია ქართველ მაშველებზე
ქართველი მაშველი მიწისძვრის დროს ნანგრევებში იმყოფებოდა - რას წერს საქართველოს ელჩი