სკანდალი, რომელიც UFC-ის ბრძოლის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი - დაკავებულია 5 პირი
1781856283
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებს გაძლიერებული ძალებით ორ ლოკაციაზე განაგრძობენ.


სამაშველო ღონისძიებაში 100 მეხანძრე-მაშველი შესაბამისი აღჭურვილობითაა ჩართული. ძებნა-შველის ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობენ ქართველი კინოლოგები და მაშველი ძაღლები.

ქართული სამაშველო ჯგუფის ამოცანას ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების აღმოჩენისა და გამოთავისუფლების ამოცანები წარმოადგენს.
ადგილზე მოქმედებს საველე შტაბი, რომელიც ქალაქ ადიამანის ოპერატიული მართვის ცენტრთანაა კოორდინაციაში.

