„სტიქიის ზონაში მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ“ - რას წერს თურქული მედია ქართველ მაშველებზე

ქართველები

„ქართველმა მეხანძრე - მაშველებმა ნანგრევებიდან ახალგაზრდა ქალი ცოცხალი ამოიყვანეს. საქართველო თურქეთის დასახმარებლად დამატებით კიდევ 40 მეხანძრე-მაშველს აგზავნის“ - ასე ეხმაურებიან წამყვანი თურქული მედიასაშუალებები, თურქეთში, სტიქიის ზონაში ქართველი მაშველების სამძებრო სამუშაოებში ჩართვის პროცესს.

„ქართველი მეხანძრე-მაშველები , თურქეთში, სტიქიის ზონაში მთელი ღამის განმავლობაში აქტიურად მუშაობდნენ და ადიამანში, ახალგაზრდა ქალი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს.

ცნობილი ხდება ის ფაქტიც, რომ საქართველო თურქეთის დასახმარებლად დამატებით 40 მეხანძრე-მაშველს აგზავნის - წერს თურქული მედია.

აღსანიშნავია, რომ საქართველომ თურქეთის დასახმარებლად რამდენიმე დღის წინ, უკვე გააგზავნა 60 მეხანძრე-მაშველი.