ცოლ-ქმარს შორის დაწყებული დავა დაჭრით დასრულდა - რა მოხდა ვარკეთილში
1792316394
„ყველაზე უსარგებლო პროდუქტები ყოველდღიურ რაციონში | რა უნდა გავითვალისწინოთ დღის რაციონში“ – აღნიშნულ თემებზე სასაუბროდ „აიურვედას“ სპეციალისტი არუნ ხათრი „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში საუბრობს.
„ სასარგებლო პროდუქტებია : ხორცი, კვერცხი, პარკოსანი (ლობიო, ოსპი), ხილი და ბოსტნეული. ეს 5 პროდუქტი კვირაში რამდენჯერმე უნდა მიიღოს ორგანიზმმა. ასევე, თევზი“, – აცხადებს არუნ ხათრი.
როდესაც 6 დღე ჭამს ადამიანი სწორად და ერთ დღეს აჩუქებენ თავიან ორგანიზმს. ამას არ ვეთანხმები. მთელი კვირა დაელოდება მერე ტვინი, როდის მოვა ეს დღე. ან ჭამე, ან არ ჭამო.
უნდა დავაბალანსოთ კვება. ჯერ მიირთვით ბოსტნეული, მერე ჭამეთ, ხაჭაპური და ხინკალიც. 70%-ით შემცირდება ზიანი.
მსუბუქად ჭამა არასწორია. სიმინდის ფანტელები რომ იყიდება, ეს არაჯანსაღია. 15 წლის ბავშვს ღვიძლი აქვთ გაცხიმიანებული. ე.წ. ხილის წვენები... დილით რომ შეჭამთ სიმინდის ფანტელს, თუნდაც ცოტა რძესთან, 1 საათში ისევ მშიერი ხარ. გამოიყოფა ინსულინი და წლების მერე ინსულინრეზისტენტობა განვითარდება და სიმსუქნე, ღვიძლის, დიაბეტის და ჩიყვის პრობლემები მოიმატებს.
დილითაც შეგიძლიათ დღე ხორცით ან კვერცხით დაიწყოთ. ყველა კვებაში ცილა უნდა იყოს.
პური, ბრინჯი, კარტოფილი – როდესაც ამ პროდუქტებს ადამიანი იღებს, ეს აძლევს ენერგიას. თუ ღამით ჭამ და შემდეგ უნდა დაიძინო, ენერგია შეინახება. შენახული ენერგია მავნეა! თუ ჭამ, და გარეთ დადიხარ, ან ვარჯიშობ, მაშინ ეს ენერგია დაიხარჯება და ბალანსია.
გადამუშავებული ხორცპროდუქტები კეთდება სპეციალური საღებავებისგან და არაჯანსაღია“, – აცხადებს არუნ ხათრი.