1736884505
საპატრიარქო მიმართვას ავრცელებს
საქართველოს საპატრიარქო 17 მაისთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და მრევლს მიმართავს:
,,ჩვენი ეკლესიის ძვირფას შვილებს,
ღმერთი მშვიდობისა და სიყვარულისა იყოს თქვენთანა! 2014 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოცხადდა.
ამ დღესთან დაკავშირებით ოთხშაბათს, 17 მაისს, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) პარაკლისს აღასრულებს ქაშვეთის ტაძარში 12:00 საათზე.
პარაკლისის შემდეგაც შედგება საზეიმო მსვლელობა-ლიტანიობა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრამდე, სადაც ასევე შესრულდება სამადლობელი პარაკლისი.
მშვენიერ ტრადიციად ქცეული ჩვეულებრივობით ვიკრიბებით ყველა, სამღვდელოება და მრევლი, ოჯახებთან ერთად!
უფალმა დაგლოცოთ!", - აღნიშნულია მიმართვაში.