პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
დღეს ,,ევროვიზია 2023-ზე" საქართველოს წარმომადგენელი ირუ ხეჩანოვი პირველად წარდგება.
ამ წუთებში, ლივერპულში მეორე ნახევარ ფინალური ტური მიმდინარეობს, სადაც ქართველი კონკურსანტი მე-11 ნომრად წარდგება.
საქართველოს წარმომადგენელს განსაკუთრებული გულშემატკივრობა სჭირდება. სწორედ დღეს გაირკვევა, ვინ მოხვდება მეორე ნახევარფინალურ ტურში მონაწილეებისგან ფინალში, რომელიც 13 მაისს გაიმართება.
ხმის მიცემა იმ ქვეყნებში მცხოვრებ ქართველებს შეუძლიათ, რომლებიც დღევანდელ ტურში მონაწილეობენ.
,,დაიწყოოოო! მე-11 ნომრად ვიმღერებ თქვენთვის. მიყურეთ და მხარი დამიჭირეთ - თქვენი იმედი მაქვს", - წერს ირუ ხეჩანოვი სოციალურ ქსელში.
ირუსთვის ხმის მიცემის წესები:
საქართველოს თავისი წარმომადგენლისთვის ხმის მიცემა არ შეუძლია, ამიტომ უცხოეთში მცხოვრები ქართველების მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია.
ხმის მიცემა შესაძლებელია მხოლოდ ბანერზე მითითებული იმ ქვეყნებიდან, რომლებიც 11 მაისს გამოვლენ სცენაზე
16 კონკურსანტის გამოსვლის შემდეგ, ხმის მიცემას შეძლებთ ზარის ან მესიჯის საშუალებით, ამიტომ უნდა უყუროთ იმ ქვეყნის საზოგადოებრივ მაუწყებელს, სადაც იმყოფებით.
ტელეეკრანებზე გამოჩნდება ნომერი, რომლის ბოლოსაც უნდა აკრიფოთ - 11, რაც ნიშნავს, რომ ზარს ახორციელებთ, ან სმს-ს გზავნით საქართველოს წარმომადგენლის მხარდასაჭერად.
იმ ქვეყნებიდან, რომლებიც არ მონაწილეობენ ევროვიზიის სიმღერის კონკურსში, ხმის მიცემა შესაძლებელია საიტზე www.eurovision.tv