1760793040
სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები გააფრთხილეს და მოუწოდეს, გზის სავალი ნაწილი გაეთავისუფლებინათ - რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა უკვე გახსნილია

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილმა რამდენიმე პირმა, სიმცირის მიუხედავად, გზის სავალი ნაწილი გადაკეტა. მოძრაობის შეფერხებას მოქალაქეების უკმაყოფილება მოჰყვა, რომელთაც აქციის მონაწილეები მანქანით გადაადგილების შესაძლებლობას არ აძლევდნენ.
სამართალდამცველებმა შეკრებილებს გაფრთხილება მისცეს და მოუწოდეს გზის სავალი ნაწილი გაეთავისუფლებინათ. ამ წუთებში, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა უკვე გახსნილია.