საჯაროვდება საბედისწერო კადრები, რომელიც ტრაგედიამდე რამდენიმე წუთით ადრე ბავშვებმა გადაიღეს

ბავშვები

საჯაროვდება ტრაგედიამდე რამდენიმე წუთით ადრე ბავშვების მიერ გადაღებული ვიდეოკადრები. 

სადაც ჩანს, რომ 55-ე სკოლის ორი მოსწავლე ლაზარე და ანდრია ვაკის პარკის ცენტრალურ შადრევანში ერთად ჩადიან.

13 ოქტომბერს, დღის პირველ ნახევარში,  ვაკის პარკის შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩასულ 3 ბავშვს დენმა დაარტყა. მათგან ერთი, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

 

 

კადრებს „ტვ პირველი“ ავრცელებს.