დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
13 ოქტომბერს ვაკის პარკში დატრიალებულ ტრაგედიას მთელი საქართველო გლოვობს. შემთხვევას 13 წლის მარიტა მეფარიშვილი ემსხვერპლა. ორი ბიჭი კი გადარჩა.
ერთ-ერთი გადარჩენილი ლაზარე ლობჟანიძეა. მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა, თუმცა ბავშვს მომხდარის შესახებ არაფერი ახსოვს. ამის შესახებ გლდანის მაჟორიტარმა დეპუტატმა, კონსტანტინე ზარნაძემ განაცხადა.
„13 ოქტომბერს ვაკის პარკში დატრიალებულ ტრაგედიას აქვს მეხსიერების ამოვარდნები. რაღაცები არ ახსოვს. ის მომენტი, რაც იქ მოხდა, არ ახსოვს. ვეუბნებით, რომ ფილტვების ანთება აქვს", - ამბობს ზარნაძე.
როგორც ცნობილია, 13 წლის ლაზარე ლობჟანიძის მამა კონსტანტინე ზარნაძის მეგობარია.
ლაზარე „ნიუ ჰოსპიტალში" მკურნალობს. მოზარდი მართვითი სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს. კიდევ ერთი მოზარდი, რომელიც იაშვილის კლინიკაში იყო, უკვე შინ გაწერეს.