საგურამოს სათავე ნაგებობის დატბორვის გამო, თბილისის ზოგიერთ რაიონს წყალმომარაგება დროებით შეეზღუდება - ნახეთ უბნები

წყალი ბოთლში

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება დროებით შეეზღუდება.

მათივე ცნობით, მცხეთა-მთიანეთის რაიონში ძლიერი წვიმით გამოწვეულმა უხვმა ნალექმა დატბორა საგურამოს ტერიტორია, მათ შორის დაიტბორა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ საგურამოს სათავე ნაგებობა, რამაც შექმნა სასმელი წყლის ამღვრევის საფრთხე.

ს​ტიქიით გამოწვეული მოვლენების გათვალისწინებით, წყლის ამღვრევის პრევენციის მიზნით, წყალმომარაგება შეეზღუდა დღეს, 7 ივნისს 19:30 საათიდან 8 ივნისის დღის 12:00 საათამდე: ვაკე-საბურთალოს რაიონში – ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, თამარაშვილის ქუჩის ნაწილს, ტაბიძის, რაზმაძის, მცხეთის, ბარნოვის, ფალიაშვილის, რამიშვილის და მიმდებარე ქუჩებს; ვაჟაფშაველას I-VII კვარტლებს, ვაჟა-ფშაველას ქუჩის ნაწილს, ნუცუბიძის ქუჩას, ნუცუბიძის I-V მიკრორაიონებს, გელოვანის, მიქელაძის, დელისის, თავხელიძის, ქავთარაძის, პოლიტკოვსკაიას, სანდრო ეულის, ბუდაპეშტის, ონიაშვილისა და ასათიანის და მიმდებარე ქუჩებს; ყაზბეგის გამზირების ნაწილს, ბახტრიონის, პეკინის, კოსტავას, ალექსიძის, გაგარინის, კანდელაკის, გელოვანის, ზემოვეძისის, ცინცაძის, მიცკევიჩის, გამრეკელის და მიმდებარე ქუჩებს; აღმაშენებლის ხეივანს, ფარსადანის, ბობუოლშის, ნასიძე, 13 ასურელიმამის და მიმდებარე ქუჩებს.

სოფელ დიღომში – სვეტიცხოვლის, ანდრონიკაშვილის, შერმადინის, ხატაეთის, გიორგი ბრწყინვალის, ფარნავაზის და მიმდებარე ქუჩებს, დიღომი 7-ს; სოფელ ძველ ვეძისს.

მთწმინდა-კრწანისის რაიონში-ზანდუკელის, ქიაჩელის, ჭოველიძის, გოგებაშვილის, მელიქიშვილის, ბელინსკის, ახვლედიანის, გრიბოედოვის, ლაღიძის, ქიქოძის,ჭონქაძის, ამაღლების, ლერმონტოვის, მაჩაბელის, ტაბიძის, დადიანის, ჯანაშიას, პეტრიაშვილის, ქუთათელაძის, კოტე აფხაზის, ორთაჭალის, საიათნივას, ხანძთელის, ლადო ასათიანის, ბეთლემის, გორგასლის, გუნიას და მიმდებარე ქუჩებს.

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში – მარჯანიშვილის ქუჩის ნაწილს, უშანგი ჩხეიძის, ბალანჩინის ქართულ-ამერიკულიმეგობრობის გამზირს, ბელიაშვილის, ლუბლიანას და მიმდებარე ქუჩებს.

გლდანის რაიონში – ზაჰესში: წინამძღვრიშვილის, ჭიჭინაძის, თავისუფლების, კეცხოველის, მაყაშვილის, ცქიტიშვილის ქუჩებს. ქალაქ მცხეთას, წეროვანის დასახლებას,სოფელ ნატახტარს და სოფელ წიწამურს.

ასევე ნახეთ:

👉 დიდი დაპირისპირება კრიმინალურ სამყაროში - ტარიელ ონიანი ლავასოღლის წინააღმდეგ

👉 „She said yes“ - სალომეს შეყვარებულმა ხელი სთოხვა

👉 „იმედია, გამოვდგები ამ მხარესთვის და ხალხისთვის“ - რა ფოტოებს აქვეყნებს ალექსანდრა პაიჭაძე გურიიდან

👉 რა ხდება ამ წუთებში საგურამოში - კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება

👉 „გთხოვთ, ილოცეთ“ - ბლოგერი სალი წვერავა საზოგადოებას მიმართავს

👉 VIDEO: ნინო ჩხეიძეს ტორტის ჩაქრობისას თმაზე ცეცხლი წაეკიდა