„გთხოვთ, ილოცეთ“ - ბლოგერი სალი წვერავა საზოგადოებას მიმართავს

წვერავა

სოციალურ ქსელებში ცნობილმა წყვილმა, The Family Guys, ცოტა ხნის წინ გამომწერებს სასიამოვნო ინფორმაცია გაუზიარა. წყვილი მეორე ბავშვს ელოდება. თუმცა ახლა სალი წვერავას საზოგადოების გვერდით დგომა სჭირდება.

როგორც მისი Instagram-გვერდიდან ხდება ცნობილი, მისი დედა მძიმე მდგომარეობაშია და კლინიკაში იმყოფება. მკურნალობა კი საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული და ხალხის მხარდაჭერაა საჭირო.

„გამიხარდებოდა 2022 წლის ბოლოს ჩემი სიხარული გამეზიარებინა, მაგრამ ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა და ვგეგმავთ. რადგან ზუსტად 1 დღეში ჩემი ცხოვრება სრულიად შეიცვალა და ახლა 2022 წლის მიზანი ჩემი ლამაზი დედიკოს გადარჩენაა. 

ძალიან, ძალიან ბევრი რთული დღე გამოვიარე 8 თვის განმავლობაში. ძალიან ბევრმა არ იცის იმის შესახებ თუ რის წინაშე ვდგავარ. ვინც იცის იმის მეათასედიც კი არ არის, რაც რეალურად ხდება ჩემში. ძალიან ბევრი ვიფიქრე, ვიტირე, ვიყვირე, მაგრამ იმის იმედი არ დამიკარგავს, რომ მე ამას შევძლებ და მე ამას გავუმკლავდები.

ვისაც ლოცვა შეგიძლიათ, გთხოვთ, ილოცეთ. არ ვიცი, რა ვითხოვო, რა გავაკეთო იმისთვის, რომ თავი ოდნავ უკეთ ვიგრძნო. ეს მდგომარეობა აუტანლად მტკივნეულია.“- წერს სალი წვერავა „Instagram-ზე.

სალი წვერავას პირადი ნომერი

01005033995

ანგარიშის ნომერი 

GE25BG0000000047561400