მაგნიტური ქარიშხალი 2025 წლის სექტემბერში: ასტროლოგებმა თვის ყველაზე საყურადღებო თარიღები დაასახელეს
1757016593
მოდელი და ტელეწამყვანი ალექსანდრა პაიჭაძე უფროს ვაჟთან, დემეტრე ხატიაშვილთან ერთად გურიაშია. როგორც ირკვევა, მათი მასპინძელი ვლოგერი და მომღერალი გივიკო დიდიაა.
„ყველაზე გემრიელი ხაჭაპური! ყველაზე მაგარი სკიჯები (ჩირი), საუკეთესო ჭადი და ყველი, სალათის ნიგვზიანი საკმაზი და გუბაზოულში, შავიზღვიდან ამოპარული თევზი! აი, მადლობა, ამ ავთენტური, საოცარი შეგრძნებებისთვის.
ძვირფასი გურია და გურულები! ჩემი სიყვარულია ეს კუთხე! იმედია გამოვდგები ამ მხარესთვის და ხალხისთვის! მიყვარხართ! გივიკო მადლობა ამ სპონტანური და გურული სისწრაფით დაგეგმილი ვოიაჟისთვის!! “ - წერს ალექსანდრა და ულამაზეს ფოტოებს აქვეყნებს.