პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საგარეჯოში სროლისას მოკლულ ზაზა ჩიხლაძეს დღეს, სოფელ პატარა ჩაილურში დაკრძალავენ. 2 დღის წინ დაკრძალეს მისი ბიძაშვილი დავით ნასრაძე, ასევე ზაქრო მათიაშვილი და ნოდო რჩეულიშვილი. სამშაბათს დაკრძალეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელი, ოთარ ღვინაშვილიც.
გარდაცვლილთა ოჯახებს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან, ფულადი დახმარება გაეწევა - თითოეულ ოჯახს 5000 ლარის ოდენობით.
19 იანვარს, საგარეჯოში შეიარაღებულმა პირმა საკუთარი სახლის აივნიდან, ქუჩაში მყოფ ხალხს, ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. გარდაცვლილთაგან 4 კორპუსის ეზოში მყოფი ახალგაზრდა იყო, ერთი - კი შემთხვევის ადგილზე მისული პოლიციელი, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა. თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
პირი, რომელიც საგარეჯოს ცენტრში ისროდა, 48 წლის ნოდარ ათუაშვილი იყო. ყოფილი სამხედრო, თავდაცვის სამინისტროში 2006-2021 წლებში მუშაობდა. მონაწილეობდა ავღანეთის მისიაშიც.